ღამით ლვოვის ოლქზე დრონებით თავდსხმა იყო. რეგიონის გუბერნატორი, მაქსიმ კოზიცკი ავრცელებს ინფორმაციას, რომ მტრის მიერ გაშვებული 5 ,,შაჰიდიდან” ხუთივე ჩამოაგდეს.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მალეხოვის რაიონში ერთი ადამიანი, 70 წლის კაცი დაიჭრა. დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი და საოფისე შენობა.