„ყველა ფეხბურთელი შესწავლილი მყავს“- მამარდაშვილი ესპანეთთან მატჩისთვის მზადაა

„ყველა ფეხბურთელი შესწავლილი მყავს“- ამის შესახებ, ესპანეთის ნაკრების დაპირისპირებამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა განაცხადა. რაც შეეხება, ნაჩო ფერნანდესს, რომელმაც თქვა, რომ საქართველოს ნაკრების კარებში ბევრი გოლი უნდა გაიტანონ, მამარდაშვილმა ასე უპასუხა:” პენალტების სერია? ბუნებრივია, ამისთვის მზად ვიქნები” „ჩემი აზრით ესპანეთი გაშლილ ფეხბურთს ითამაშებს და შეგვიტევენ. ჩვენ კი უშეცდომოდ, დაცვიდან უნდა ვითამაშოთ და შეტევაში სწრაფად გადავიდეთ. გვყავს ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც კარგად შეუძლიათ გამწვავება, ეს პორტუგალიასთან მატჩშიც გამოჩნდა. ნაჩოს კომენტარი? წარმატებებს ვუსურვებ. პენალტების სერია? ბუნებრივია, ამისთვის მზად ვიქნები. ყველა ფეხბურთელი შესწავლილი მყავს“ – ამბობს მამარდაშვილი. ესპანეთთან დაპირისპირებამდე ერთი…

მეტი...

ბაიდენს საპრეზიდენტო რბოლის დატოვებისკენ მოუწოდებენ

გაზეთ „ნიუ იორკ თაიმსის“ სარედაქციო საბჭო აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს საპრეზიდენტო რბოლის დატოვებისკენ მოუწოდებს,  მას შემდეგ, რაც 28 ივნისს ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის პირველი სატელევიზიო დებატები გაიმართა. „ბაიდენს შეუძლია, ყველაზე დიდი საჯარო სამსახური გასწიოს და გამოაცხადოს, რომ მეორე ვადით კენჭს არ იყრის. დემოკრატებს ჰყავთ ლიდერები, რომლებიც უკეთესად არიან მომზადებული, რომ ტრამპთან შედარებით მკაფიო, მყარ და ენერგიულ ალტერნატივად გამოჩნდნენ. პარტიას ქვეყნის სტაბილურობით, უსაფრთხოებით გარისკვის მიზეზი არ აქვს, მათ არ აქვთ მიზეზი, დააძალონ ამომრჩეველს, არჩევანი ტრამპის და ბაიდენის ნაკლოვანებებს შორის გააკეთონ. ძალიან დიდი ფსონია, იმედოვნებდე, რომ ამერიკელები უგულებელყოფენ ან უარყოფენ…

მეტი...

რიკოთზე მომხდარი ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა

რიკოთის უღელტხილზე ავტოსაგზაო შემთხევავს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ტრაილერს შეეჯახა, რა დროსაც, მსუბუქ ავტომობილში მყოფი ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი დაშავდა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

მეტი...

„ძალიან ფრთხილად უნდა ვითამაშოთ“- რას ამბობს ესპანელი მწვრთნელი საქრთველოს ნაკრებზე

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში საქართველოს ნაკრებთან მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს ნაკრები პროგრესს განიცდის და მისმა გუნდმა ფრთხილად უნდა ითამაშოს. „მაქსიმალურ პატივისცემას გამოვხატავ იმ გუნდის მიმართ, რომელიც დიდ ტურნირზე პირველად თამაშობს და პორტუგალიას აჯობა. ჩვენი გამოცდილებიდან ვხედავთ, რომ საქართველოს ნაკრები გაუმჯობესდა და პროგრესს განიცდის. ამიტომ ჩვენი საუკეთესო თვისებები უნდა გამოვავლინოთ, რათა შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. ვნახეთ, რომ საქართველოს ნაკრებმა სისტემა შეცვალა – ამ გუნდის მოთამაშეები კონტრშეტევაზე გადასვლას ძალიან სწრაფად ახერხებენ. ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვითამაშოთ. ევროპის ჩემპიონატზე შეძენილი გამოცდილება და თავდაჯერება, რომელიც პორტუგალიის…

მეტი...

„ხვალ ახალი მატჩია და იქნება გადაწყვეტილებები“- ვილი სანიოლი

„ეს არის ჩემი საქმის ერთ-ერთი ნაწილი, ვალდებულებაც, რომ გადაწყვეტილებები მივიღო“- ამბობს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი. მან ესპანეთთან შეხვედრამდე  პრესკონფერენცია ჩაატარა და ცვლილებები დაანონსა. „ეს არის ჩემი საქმის ერთ-ერთი ნაწილი, ვალდებულებაც, რომ გადაწყვეტილებები მივიღო. რასაც ვხედავ და ვგრძნობ, იმის მიხედვით ვიღებ გადაწყვეტილებებს. ამის გაკეთება ყოველთვის მარტივი არაა, მაგრამ ვცდილობ, ისეთი გადაწყევტილებები მივიღო, რაც გუნდისთვის კარგია და მიხარია, რომ ფეხბურთელებიც მპასუხობენ შესაბამისად. ხვალ ახალი მატჩია და იქნება გადაწყვეტილებები, ვნახოთ, ეს რას მოგვიტანს. გვაქვს, დიდი თავდაჯერება, იმიტომ, რომ აბსოლუტურად არაფერი გვაქვს დასაკარგი, ჩვენ ევრო 2024 უკვე მოვიგეთ და ძალიან მიხარია, რომ კიდევ…

მეტი...

გუნდს თავდაჯერებულობა არ აკლია – სანიოლის პრესკონფერენცია

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ესპანეთთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც მთავარი მწვრთნელი ამბობს, ნაკრებს მეტოქესთან უმძიმეს დაპირისპირება ელის. „ჩვენს მეტოქეს მიმდინარე  ევროპის ჩემპიონატზე ჯერ ბურთი არ გაუშვია და ტურნირზე ერთ-ერთი საუკეთესოა. უმძიმესი დაპირისპირება გველის, მაგრამ ახლა სხვა ატმოსფეროა და ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს”- ამბობს ვილი სანიოლი. ვილი სანიოლის თქმით, ესპანეთი დიდი გუნდია, თუმცა ისინი აჩვენებენ ევრეოპას, რომ ბურთის კონტროლი შეუძლიათ. სანიოლი ახალ გადაწყვეტილებებსაც აანონსებს. „ესპანეთიც პორტუგალიასავით დიდი გუნდია, მაგრამ გვინდა, მათ და ევროპას ვაჩვენოთ, რომ კარგები მხოლოდ დაცვაში თამაშისას არ ვართ და ბურთის კონტროლიც შეგვიძლია. პორტუგალიასთან გვქონდა ეს…

მეტი...

ყველანი საერთო სამშობლოს ასაშენებლად – ასეთია მინისტრის გზავნილი (video)

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მშვიდობიანი თანაარსებობის 5 პრინციპის გამოქვეყნებიდან 70 წლის იუბილეზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ დელეგაციებს უმასპინძლა. როგორც მინისტრმა ვანგ ი-მ აღნიშნა, დღეს ჩვენ მივედით ახალ ისტორიულ ეტაპამდე. ყველა ხალხის საერთო და ფუნდამენტური ინტერესების გათვალისწინებით, პრეზიდენტმა სი ძინპინმა წამოაყენა ხედვა კაცობრიობის საერთო მომავლის მქონე საზოგადოების აშენების შესახებ. მისი შეფასებით, ეს არის საუკეთესო გზა ახალ გარემოებებში მშვიდობიანი თანაცხოვრების ხუთი პრინციპის მემკვიდრეობის, წინსვლისა და გამდიდრებისთვის. „ჩინეთი მზად არის იმუშაოს ყველა მხარესთან, რათა ააშენონ ღია, ინკლუზიური, სუფთა და ლამაზი სამყარო ხანგრძლივი მშვიდობის, საყოველთაო უსაფრთხოებისა და საერთო კეთილდღეობისთვის, განახორციელონ გლობალური განვითარებისა და  გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა.…

მეტი...

„კვარა საუკეთესოა, მან შეიძლება ოქროს ბურთი მოიგოს“- მამარდაშვილი

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის თქმით, ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესოა და მან შეიძლება „ოქროს ბურთი“ მოიგოს. მამარდაშვილი ამბობს, რომ ის ესპანელ ფეხბურთელებს პატივს სცემს, მაგრამ კვარაცხელია მსოფლიოში საუკეთესოა. “მე, როგორც რიგითი ქართველი, კვარას ვგულშემატკივრობ. ვფიქრობ, რომ ის არის საუკეთესო მსოფლიოში და ერთ-ერთი მათგანია, ვისაც შეუძლია, რომ მოიგოს ოქროს ბურთი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ესპანელ ფეხბურთელებს პატივს არ ვცემ. ჩემი პატივისცემა მათ და ძალიან მაგრები არიან ისინიც, მაგრამ მე, როგორც რიგით ქართველს, მგონია, რომ კვარა არის მსოფლიოში საუკეთესო” – ამბობს გიორგი მამარდაშვილი. ხვალ, 30 ივნისს თბილისის დროით 23:00 საათზე საქართველოს…

მეტი...

აუტისტური სპექტრის მქონე არასრულწლოვანზე, სავარაუდო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ქუთაისის ერთ-ერთ ბაგა-ბაღში არასრულწლოვანზე, სავარაუდო, ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. პოლიციას ბავშვის მშობლებმა მიმართეს. მანამდე არასრულწლოვანის დედამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მის შვილს ძალადობის კვალი აღენიშნება. მშობლები ამტკიცებენ, რომ ბავშვზე, რომელიც აუტისტური სპექტრის მქონეა, აღმზრდელმა ფიზიკურად იძალადა. „ბაღი ჩვენი სახლის გვერდითაა. აქ იყო ჩემი დედამთილი, როდესაც მოესმა ბავშვის განწირული კივილი. სახლში ვიყავი, დამიძახა. როცა მივედი დამხვდა ასეთი სურათი – ბავშვი ეკავა ძიძას და ამშვიდებდა. რომ, ვკითხე, რატომ ტირის-მეთქი, სიცხე აქვსო. როცა მოვიყვანე სახლში და გავხადე ტანსაცმელი ვნახე კისერზე გაკაწრული და ზურგზე ეტყობა დანარტყამი. აუტისტური სპექტრის მქონეა და ვერ საუბრობს. პოლიცია გამოვიძახე,…

მეტი...

ცნობილია, თუ ვინ შეცვლის კაია კალასს ესტონეთის პრემიერმინისტრის პოსტზე

ესტონეთის პრემიერმინისტრის პოსტზე კაია კალასს კრისტენ მიჰაუ ჩაანაცვლებს. გადაწყვეტილება, დღეს, 29 ივნისს, “რეფორმების” პარტიის ხელმძღვანელობამ ერთხმად მიიღო. “ესტონელები უნდა იყვნენ დარწმუნებულნი, რომ ჩვენი სახლი და ქვეყანა დაცულია და რომ სახელმწიფო კარგად იმართება. კოალიციური შეთანხმების გადახედვისას უპირობო პრიორიტეტები იქნება სახელმწიფოს დაცვა, ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გაძლიერება და სახელმწიფო ფინანსების შემდგომი მოწესრიგება. ესტონეთი უნდა იყოს შესანიშნავი ადგილი ბიზნესის კეთების, ცხოვრებისა და ბავშვების აღზრდისთვის, ქვეყანა, რომლითაც შეგიძლიათ იამაყოთ” – განაცხადა მიჰაუმ.

მეტი...

ბელგიაში ისრაელის საელჩოსთან მამაკაცი გარდაიცვალა

ბელგრადში ისრაელის საელჩოსთან მამაკაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ timesofisrae ავრცელებს. შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც მამაკაცმა პოლიციის მიმართულებით მშვილდ-ისარი ისროლა, რასაც სამართალდამცველის მხრიდან საპასუხო სროლა მოჰყვა. პოლიციელი კისრის არეში დაიჭრა. ისრაელის საელჩო დღეს დაკეტილია და თანამშრომლებიც არ მუშაობენ. მედიის ცნობით, თავდასხმის მიზეზი უცნობია.  

მეტი...

“ეკონომიკური ზრდით საქართველო პირველია, ევროკავშირის წევრობის კანდიდატებს შორის”- პაპუაშვილი

“2024 წლის ხუთი თვის მაჩვენებლით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 9,3%-ია. ეკონომიკური ზრდით საქართველო პირველია, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატებთან, ისე თავად ევროკავშირთან შედარებით” – ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ X -ში წერს. პაპუაშვილის განმარტებით, საქართველო პირველია კანდიდატ ქვეყნებს შორის სამართლის უზენაესობის და კორუფციის აღქმის საერთაშორისო რეიტინგებში. ,,2024 წლის ხუთი თვის მაჩვენებლით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 9,3%-ია. ეკონომიკური ზრდით საქართველო პირველია, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატებთან, ისე თავად ევროკავშირთან შედარებით. ამასთან, საქართველო პირველია კანდიდატ ქვეყნებს შორის სამართლის უზენაესობის და კორუფციის აღქმის საერთაშორისო რეიტინგებში. დემოკრატიული და ეფექტიანად მოქმედი ინსტიტუტების მშენებლობა და მოქალაქეების კეთილდღეობის ზრდა…

მეტი...

„ვმუშაობთ იმისთვის, რომ საქართველო დავამარცხოთ“- ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების წევრი

საქართველო-ესპანათს შორის მატჩამდე ერთი დღე დარჩა. პორტუგალიასთან თამაშის შემდეგ მოწინააღმდეგე გუნდში არ გამორიცხავენ, რომ საქართველოს ნაკრებთან თამაში დაძაბული იქნება. ესპანეთის საფეხბურთო გუნდის წევრის, ალეხანდრო გრიმალდოს თქმით, საქართველოს ნაკრების დასამარცხებლად მუშაობენ.  „ყველა კარგი მოთამაშის გონებაში ჩაბეჭდილია ის, რომ ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეუძლია. ვმუშაობთ იმისთვის, რომ საქართველო დავამარცხოთ, შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ და ჩვენი თავის საკუთარი ვერსია წარმოვაჩინოთ. ფეხბურთი სწრაფად იცვლება, საქართველოს ნაკრებთან მანამდე მოპოვებული გამარჯვებები მომდევნო მატჩზე არანაირ გავლენას არ იქონიებს და ამ მატჩს დაძაბულობისგან არ განმუხტავს. ეს წარსულის შედეგებია, ჩვენ იმაზე ვფოკუსორდებით რაც წინ გველოდება” – ამბობს ალეხანდრო გრიმალდო.

მეტი...

კვარიათში ზღვაში მეორე ადამიანის ცხედარიც იპოვეს

კვარიათში ზღვაში გაუჩინარებული კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი დღეს იპოვეს. მაშველებმა სამძებრო სამუშაოები ორი დღის წინ დაიწყეს, როდესაც უწყებაში 30 წლამდე ქალისა და მამაკაცის ზღვაში გაუჩინარების შესახებ შეტყობინება შევიდა. კვარიათის სანაპიროსთან სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.  

მეტი...

რუსთავში მოქალაქემ, ცეცხლმოკიდებული ბინიდან არასრულწლოვანი გამოიყვანა

რუსთავში, მე-17 მიკრო/რაიონში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი საცხოვრებელი ბინის საშრობში გაჩნდა, სადაც არასრულწლოვანი იმყოფებოდა. ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს. მედიის ცნობით, ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა მოზარდის ყვირილის ხმა გაიგო, რა დროსაც აივნიდან გადაძვრა და არასრულწლოვანი ადგილიდან გამოიყვანა. „ცეცხლი იყო და დავინახე, შველას ითხოვდა. ავედი და გადმოვიყვანე,  მერე გამოვარდა ცეცხლი შოკში იყო ბავშვი. დაახლოებით 12-13 წლის იყო, სახეზე არც დამინახავს. გარედან ავედი “ტრუბებზე” და ისე გამოვიყვანე… მეც ისე ვარ, სულ მაკანკალებს ახლა”- ამბობს მოქალქე, რომელმაც ბავშვი გადაარჩინა.  

მეტი...

„ფეხბურთელებს თუ ფულს არ გადაუხდიან, არ მოიგებენ თამაშს?!“- კალაძე

„ბიძინა ივანიშვილი რომ ნაკრებს ფულად ჯილდოს გადასცემს, როგორ შეიძლება ეს ადამიანს არ მოეწონოს ან დაიბოღმოს?“ – ამის შესახებ, დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა. კალაძის განმარტებით, სპორტსმენების დაფასება, მათ შორის ფინანსური ჯილდოს სახით, ძალიან მნიშვნელოვანია. დედაქალაქის მერმა ამისთვის ფონდ „ქართუს“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. „მადლობის მეტი რა გვეთქმის ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახზე, ამ გადაწყვეტილებაზე?! ჩვენი სპორტსმენების დაფასება ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა მას, მის ოჯახს, ფონდ „ქართუს“. ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით. შემდეგი შეხვედრა გვაქვს ესპანეთთან და ამ შეხვედრის მოგების შემთხვევაში, ნაკრები მიიღებს 30 მილიონ ლარს ჯილდოს სახით,…

მეტი...

„ვინმეს ქართველები სულელები ხომ არ ვგონივართ“- კალაძე 36 ქვეყნის ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა

თბილისის მერი, კახა კალაძე მედიასთან ჟენევაში გაეროს ოფისსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში 36 ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლობის ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა, რომლითაც მოუწოდეს საქართველოს მთავრობას, გაიწვიოს „უცხოური გავლენისგამჭვირვალობის კანონი“. თბილისის მერის  განმარტებით, აღნიშნული კანონის გადახედვა არ განიხილება, მათგან კი საჭიროა წარმოდგენილი იყოს არგუმენტები, რატომ არის გამჭირვალობა ცუდი. „მეგობრობა გამოიხატება იმაში, რომ თუ რაიმე არასწორს ვაკეთებ, მომცე მითითება არგუმენტებით, რატომაა არასწორი ჩემი გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ როცა არანაირ ახსნა-განმარტებას მაძლევ, რატომაა აღნიშნული კანონპროექტი ცუდი, რაც გამჭირვალობას ეხება, ეს მიუღებელია. გამჭვირვალობა როგორ შეიძლება იყოს რუსული. სულელები ხომ არ ვგონივართ ქართველები ვინმეს?! განათლებაც კარგი გვაქვს, ანალიზიც…

მეტი...

“სწორი ტაქტიკით და სათამაშო დისციპლინით, ესპანეთთანაც ძალიან მაგრად ვითამაშებთ”- კალაძე

„რაც არ უნდა ძლიერი და ფავორიტი გუნდი იყოს, საქართველოს ნაკრებთან თამაში მაინც ყველას გაუჭირდება“- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან საქართველო-ესპანეთს შორის 30 ივნისს გასამართი მატჩის შესახებ ისაუბრა. კალაძის განმარტები, ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე ვხვდებით ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ ნაკრებს, თუმცა, საქართველოს ნაკრებმა დაამტკიცა, რომ ყველასთან შეუძლია თამაში. „მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა. ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით, რომელიც წლევანდელი ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია. ესპანეთის ნაკრები დაკომპლექტებულია ძლიერი ფეხბურთელებით. ეს არის გუნდი, რომელიც ლამაზ ფეხბურთს თამაშობს. თუმცა, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დაამტკიცა და აჩვენა არა მხოლოდ ევროპას, არამედ მთელ მსოფლიოს, რომ ყველასთან შეუძლია თამაში. ჩვენ…

მეტი...

დრონების თავდასხმის შედეგად კურსკის ოლქში 5 ადამიანი დაიღუპა

კურსკის ოლქში, დრონით თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას, ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, ალექსეი სმირნოვი ავრცელებს. ალექსეი სმირნოვის განცხადებით, 29 ივნისის ღამეს, სოფელ გოროდიშჩეში მდებარე საცხოვრებელ სახლზე უკრაინული დრონით თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 ბავშვი. „მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახის კიდევ ორი ​​წევრი რილსკის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ სამედიცინო დახმარებას უწევენ“ – წერს სმირნოვი „ტელეგრამის“ არხზე.

მეტი...

“ერთადერთი ძალა ქვეყანაში, ვინც იბრძვის იმისთვის, რომ მალე გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, არის “ქართული ოცნება”- კალაძე

“ერთადერთი ძალა ქვეყანაში ეს არის „ქართული ოცნება“, ვინც იბრძვის იმისთვის, რომ ქვეყანა რაც შეიძლება მალე გახდეს ევროპული ოჯახის წევრი”- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა. როგორც კალაძე ამბობს, ოპოზიციის ქმედებები საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული, მათ შორის, ევროინტეგრაციის პროცესშიც. „ერთი რამ უნდა გავიგოთ ყველამ, ესენი არიან ამ ქვეყნის მტრები. ისინი მოქმედებენ სხვა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მათ ჰყავთ თავიანთი პატრონები, რასაც უბრძანებენ, რასაც დაავალებენ აკეთებენ იმას და ის, რასაც აკეთებენ, საქართველოს ინტერესებში ნამდვილად არ შედის. ჩვენ გვახსოვს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის წინ რას აკეთებდნენ, რა მეილებს უგზავნიდნენ ევროპარლამენტარებს.…

მეტი...

„ჩინეთი, რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა მტრები არ არიან, თუ ჭკვიანი პრეზიდენტი გყავს“- ტრამპი

ჩინეთი, რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა მტრები არ არიან, თუ ჭკვიანი პრეზიდენტი გყავს. – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვირჯინიის შტატში საკუთარი ამომრჩევლის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ჩვენ გარე მტრები გვყავს – ჩინეთი, რუსეთი, ჩრდილოეთ კორეა, გარე მტრები, მაგრამ ისინი მტრები არ არიან, თუ ჭკვიანი პრეზიდენტი გყავს. თუ ჭკვიანი პრეზიდენტი გყავს, ისინი მტრები არ არიან! ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვქონია, ჩინეთმა ასობით მილიარდი დოლარი გადაგვიხადა, ისინი პატივს სცემდნენ ჩვენს ქვეყანას“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა. ასევე, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინასა და რუსეთს შორის ომს არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მოაგვარებს და ამის გაკეთება…

მეტი...

უნგრეთის პრემიერი შესაძლოა ზელენსკის შეხვდეს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, შესაძლოა, მომავალ კვირაში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინაში შეხვდეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ცნიბით, ორბანი პარტნიორების, კერძოდ კი, იტალიისა და საფრანგეთის პრეზიდენტების ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა, რომლებიც მას არწმუნებდნენ, რომ უკრაინასთან მისი საჯარო კონფლიქტი გაჭიანურდა და დასრულების დრო დადგა. 27-28 ივნისს ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის სამიტზე ორბანის პოლიტიკურმა დირექტორმა ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა დააანონსა.  

მეტი...

ფეხბურთის გამო, 30 ივნისის ღამით, ავტობუსების ნაწილი გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი, ფეხბურთის გამო, 30 ივნისის ღამესაც გახანგრძლივებული დროით იმუშავებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „ქართველი გულშემატკივრები ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მორიგი თამაშის ღია ჩვენებას, 30 ივნისს კვლავ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაესწრებიან.  ტერიტორიაზე, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, ექვსი დიდი ეკრანი დამონტაჟდება, სტადიონის გარეთ კი მოეწყობა კვების ზონა. ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.  ესპანეთი-საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის 30 ივნისს დაგეგმილი მატჩის პერიოდში, გულშემატკივრების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს“- ნათქვამია განცხადებაში. მერიის იმ ავტობუსების ჩამონათვალს, რომლებიც მოქალაქეებს პირველი ივლისის 02:00…

მეტი...

ნეპალში მეწყრის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არიან ბავშვებიც

ნეპალში მეწყრის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 ბავშვი. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ნეპალის სამაშველო და კატასტროფების რისკების შემცირების მართვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მეწყერმა ქვეყნის დასავლეთ რეგიონებში მდებარე სახლები წაიღო. ნეპალში ძლიერი მუსონური წვიმები ივნისის შუა რიცხვებიდან დაიწყო, რამაც ქვეყნის მასშტაბით წყალდიდობები და მეწყრები გამოიწვია, რის შედეგადაც, სულ მცირე 35 ადამიანი დაიღუპა.  

მეტი...

“ლიბანზე ისრაელის თავდასხმას გამანადგურებელი ომი მოჰყვება”- გაერო-ში ირანის მისია

“ლიბანზე ისრაელის თავდასხმას გამანადგურებელი ომი მოჰყვება” – ამის შესახებ განცხადებას გაერო-ში ირანის მისია ავრცელებს. „მიუხედავად იმისა, რომ ლიბანზე თავდასხმის განზრახვის შესახებ სიონისტური რეჟიმის პროპაგანდას ირანი ფსიქოლოგიურ ომად მიიჩნევს, თუ იგი სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას წამოიწყებს, ამას გამანადგურებელი ომი მოჰყვება“ – ნათქვამია განცხადებაში. გაერო-ში ირანის მისიის განცხადებით, ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის კონფლიქტში „წინააღმდეგობის ყველა ფრონტის სრული ჩართვა“.  

მეტი...

გერმანიის პოლიციამ სასაზღვრო შემოწმების დროს 600-ზე მეტი ადამიანი დააკავა

ევრო 2024-ის დაწყებიდან დღემდე გერმანიის პოლიციამ სასაზღვრო შემოწმების დროს 600-ზე მეტი ადამიანი დააკავა. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს. გერმანიის პოლიციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, სასაზღვრო შემოწმებაზე დაახლოებით 85 ადამიანი გააჩერეს ისეთი დანაშაულებისთვის, როგორებიცაა საერთაშორისო ტერორიზმი, ასევე მემარცხენე და მემარჯვენე ექსტრემიზმი. პოლიციის უფროსის განცხადებით, ფედერალური პოლიციის 22 000 თანამშრომელი ყოველდღიურად მუშაობს მხოლოდ ფეხბურთთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომების უზრუნველსაყოფად. ევრო 2024 14 ივნისს დაიწყო და 14 ივლისს დასრულდება. გერმანიის საზღვრებზე კი დროებითი შემოწმებები 19 ივლისამდე გაგრძელდება.  

მეტი...

გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეების ათეულში დაასახელეს

ბრიტანულმა გამოცემამ, FourFourTwo-მ გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეების ათეულში დაასახელა. რეიტინგში პირველ ადგილს „ლივერპულის“ მეკარე, ალისონ ბეკერი იკავებს, მეორე ადგილზე  ედერსონია („მანჩესტერ სიტი“), მესამეზე კი მარკ-ანდრე ტერ შტეგენი („ბარსელონა“). FourFourTwo-ს მიერ შედგენილი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეების ათეული ასეთია: ალისონბეკერი(„ლივერპული“, ბრაზილიის ნაკრები); ედერსონი(„მანჩესტერ სიტი“, ბრაზილიის ნაკრები); მარკ-ანდრეტერ შტეგენი („ბარსელონა“ გერმანიის ნაკრები); მაიკმენიანი(„მილანი“, საფრანგეთის ნაკრები); მანუელნოიერი(„ბაიერნი“, გერმანიის ნაკრები); ჯანლუიჯიდონარუმა(პსჟ, იტალიის ნაკრები); იანობლაკი(„ატლეტიკო“, სლოვენიის ნაკრები); ემილიანომარტინესი („ასტონ ვილა“, არგენტინის ნაკრები); იან ზომერი („ინტერი“, შვეიცარიის ნაკრები); გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, საქართველოს ნაკრები).  

მეტი...

ფესტივალი „დიდი ნაყინობანა“ გადაიდო

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის მიერ 29 და 30 ივნისს დაგეგმილი ფესტივალი „დიდი ნაყინობანა“ უამინდობის გამო გადაიდო. დილას მოსულმა ნალექმა გარკვეული ტექნიკური დაზიანებები გამოიწვია. შესაბამისად, დღეს და ხვალ ღონისძიება აღარ გაიმართება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. ამავე ცნობით, აღნიშნული ფესტივალი 6 და 7 ივლისს ჩატარდება.  

მეტი...

რუსეთის ტყვეობიდან 10 უკრაინელი გაათავისუფლეს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, რუსეთის ტყვეობიდან 10 უკრაინელი გაათავისუფლეს. „მიუხედავად ყველა სირთულისა, ჩვენ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 10 ჩვენიანის დაბრუნება შევძელით“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. პრეზიდენტის ცნობით, გათავისუფლებულ 10 მშვიდობიან მოქალაქეს შორის ერთ-ერთი ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარის მოადგილე, ნარიმან ჯელიალია, რომელიც ყირიმში 2021 წელს დაატყვევეს.

მეტი...

„გიორგისთვის გოლის გატანა გაუჭირდებათ“- მამარდაშვილის ცოლი

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქომაგებით სავსე პირველი ავიახომალდი აფრინდება. ეროვნული ნაკრების გულშემატკივრები გერმანიაში მიემგზავრებიან. მათ შორის არის, გიორგი მამარდაშვილის ცოლი, ელენე ეპიტაშვილი. მისი თქმით, ესპანეთის ნაკრებს გიორგი მამარდაშვილსითვს გოლის გატანა გაუჭირდება. „წინა თამაში ნამდვილად სასწაული იყო. ყველას გვჯერა, რომ კიდევ აუცილებლად გავიმარჯვებთ. კარგი მოლოდინები მაქვს. გიორგისთვის გოლის გატანა გაუჭირდებათ, დარწმუნებული ვარ, ის მაქსიმუმს გააკეთებს. გიორგი ყოველთვის შემართებით არის და ყოველთვის ისე ემზადება და დარწმუნებული ვარ, ახლაც ასე იქნება” – განაცხადა მამარდაშვილის ცოლმა ელენე ეპიტაშვილმა აეროპორტში.

მეტი...

„ზურგზე აქვს 5 თითი დანარტყამი“- რა მოხდა ქუთაისის ერთ-ერთ ბაღში

მოქალაქე ხატია კუჭავა ამბობს, რომ ქუთაისის ერთ-ერთ ბაგა-ბაღში მის მცირეწლოვან შვილზე, სავარაუდოდ, ფიზიკურად იძალადეს. კუჭავა ბავშვის ფოტოებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და წერს, რომ მას ზურგზე ძალადობის კვალი ეტყობა. „ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანება, ქ.ქუთაისის #4 ბაგა–ბაღი, სოციალური მომსახურების სააგენტო Social Service Agency. ბაღი არის ჩემი სახლის გვერდით. აივანზე ჩემი ბავშვის განწირული კივილი ტირილი შემომესმა, გავვარდი რომ მენახა რატომ ტიროდა. ბავშვი არ ლაპარაკობს, რომ ვკითხო რა მოხდა. იმ წამსვე გავხადეთ ტანზე, რომ გვენახა რამე ხომ არ იტკინა, რადგან ასეთი კივილი ვიკასი ჯერ ჩვენ არ გაგვიგია. ზურგზე აქვს 5 თითი დანარტყამი, ფოტოზე კიდე…

მეტი...

პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელების ფაქტზე სასტუმროს ადმინისტრატორი ამხილეს

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, 2 ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების და გავრცელების ფაქტზე მხილებულია 1994 წელს დაბადებული ქალი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალი თბილისში, ვაკეში, ბარნოვის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობდა და სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე  სტუმრების პირად ინფორმაციაზე ხელი მიუწვდებოდა. ინფორმაციას სპეციალური საგამოიებო სამსახური ავრცელებს. „2024 წლის 25 მაისს, სასტუმროს სპეციალურ პროგრამაში ნახვის გზით, ბრალდებულისთვის ცნობილი გახდა, რომ დაზარალებულმა მამაკაცმა და ქალმა ღამე სასტუმროში გაატარეს. ვინაიდან სასტუმროს ადმინისტრატორი იცნობდა დაზარალებული მამაკაცის მეუღლეს, შურისძიების მიზნით ინფორმაციის გამჟღავნება გადაწყვიტა. ბრალდებულმა ქალმა სოციალურ ქსელში შექმნა ყალბი გვერდი, საიდანაც დაზარალებულის ოჯახის წევრებს მიწერა და…

მეტი...

„ჩვენ არა ფულისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის ვთამაშობთ“- ლუკა ლორჩოშვილი

“არ ვთვლი, რომ ფულს რაიმე მნიშვნელობა ჰქონდა, გუნდში ამაზე არავინ არ ფიქრობს” – ამბობს საქართველოს ნაკრების მცველი ლუკა ლორჩოშვილი და  ასე ეხმაურება ფონდი “ქართუს” მიერ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისთვის 30 ათასი მილიონი ლარის გადაცემას. ლორჩოშვილი ამბობს, რომ ეს კარგი ჟესტია, თუმცა გუნდში ფულისთვის არავინ თამაშობს. „არ ვთვლი, რომ ამ შემთხვევაში, ფულს რაიმე მნიშვნელობა აქვს. გუნდში ამაზე არავინ ფიქრობს. ცხადია, ეს კარგი ჟესტია, თუმცა, ჩვენ არა ფულისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის ვთამაშობთ. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ კარგი შედეგები გვაქვს. ვფიქრობ, ყველა ფეხბურთელს იგივე აზრი აქვს. მარცხნივ ნამდვილად არ არის ჩემი პოზიცია. ჩემი…

მეტი...

პოლონეთში ქართველი მამაკაცი დააკავეს

პოლონეთში ქართველი მამაკაცი დააკავეს. მას სიგარეტისა და სანთებელის მოპარვას ედავებიან. გავრცელებული ინფორმაციით, 44 წლის საქართველოს მოქალაქემ  ღამით მაღაზიის მინები ჩაამსხვრია,  შენობაში შეიჭრა და მხოლოდ თამბაქო მოიპარა. დაკავებული ამბობს, რომ სიგარეტი მოხლოდ იმის გამო მოიპარა, რომ ფული თან არ ჰქონდა. მას ახლა 10 წლიანი პატიმრობა ემუქრება.

მეტი...

“კარგი ფოტოა და დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა”-  ლუკა ლორჩოშვილი ცნობილ კადრზე

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი ლუკა ლოჩოშვილი ცნობილი კადრის შესახებ განმარტებას აკეთებს. მისი თქმით, ემოცოური ადამიანია და მოედანზე ემოცოების გამოხატვა უყვარს. რაც შეეხება, ქრიშტიანუ რონალდუს, ამბობს რომ მაღალი დონის ფეხბურთელთან გამკლავება კონტაქტის გარეშე წარმოუდგენელია. „კარგი ფოტოა და დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა. ემოციური ადამიანი ვარ და ემოციების გამოხატვა სტადიონზეც მიყვარს. ნამდვილად არ ყოფილა ის ფაქტი, რომ აი, რონალდუა და სხვანაირად უნდა მოვიქცე. უბრალოდ, ვფიქრობ, რომ მითუმეტეს, ამ დონეზე ის კონტაქტი, რაც გვქონდა, არ ყოფილა საკმარისი იმისთვის, რომ პენალტი ამ ფორმით მოეთხოვა. ალბათ, თვითონაც ხვდება, რომ ისეთი მაღალი დონის ფეხბურთელებთან, როგორიც თავადაა, კონტაქტის გარეშე…

მეტი...

„ხუთი პრინციპი გახდა საერთაშორისო საზოგადოების საერთო სიმდიდრე“ – პრეზიდენტი სი ძინპინი  

“მშვიდობიანი თანაცხოვრების ხუთმა პრინციპმა დაადგინა საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის უზენაესობის ისტორიული ნიშნული. ხუთი პრინციპი სრულად განასახიერებს გაეროს წესდების მიზნებსა და პრინციპებს, შეესაბამება საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების დროინდელ ტენდენციას და ემსახურება მსოფლიოს ყველა ქვეყნის ხალხის ფუნდამენტურ ინტერესებს” – ეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის სიტყვებია, რომლითაც მან  მშვიდობიანი თანაარსებობის ხუთი პრინციპის გამოქვეყნებიდან 70 წლის საიუბილეო ფორუმი გახსნა. თანაარსებობის ხუთს პრინციპი გულისხმობს: სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას;  არა ორმხრივ აგრესიას; ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობას; თანასწორობასა და ორმხრივ სარგებლობას და მშვიდობიან თანაცხოვრებას. როგორც სი ძინპინმა აღნიშნა, ხუთი პრინციპი მოიცავს ქვეყნებს შორის მშვიდობიანი თანაარსებობის ძირითად…

მეტი...