„ყველა ფეხბურთელი შესწავლილი მყავს“- მამარდაშვილი ესპანეთთან მატჩისთვის მზადაა

„ყველა ფეხბურთელი შესწავლილი მყავს“- ამის შესახებ, ესპანეთის ნაკრების დაპირისპირებამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა განაცხადა. რაც შეეხება, ნაჩო ფერნანდესს, რომელმაც თქვა, რომ საქართველოს ნაკრების კარებში ბევრი გოლი უნდა გაიტანონ, მამარდაშვილმა ასე უპასუხა:” პენალტების სერია? ბუნებრივია, ამისთვის მზად ვიქნები”

„ჩემი აზრით ესპანეთი გაშლილ ფეხბურთს ითამაშებს და შეგვიტევენ. ჩვენ კი უშეცდომოდ, დაცვიდან უნდა ვითამაშოთ და შეტევაში სწრაფად გადავიდეთ. გვყავს ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც კარგად შეუძლიათ გამწვავება, ეს პორტუგალიასთან მატჩშიც გამოჩნდა. ნაჩოს კომენტარი? წარმატებებს ვუსურვებ. პენალტების სერია? ბუნებრივია, ამისთვის მზად ვიქნები. ყველა ფეხბურთელი შესწავლილი მყავს“ – ამბობს მამარდაშვილი.

ესპანეთთან დაპირისპირებამდე ერთი დღე დარჩა. მატჩი ხვალ, 30 ივნისს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი თემები