„ჩვენ არა ფულისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის ვთამაშობთ“- ლუკა ლორჩოშვილი

“არ ვთვლი, რომ ფულს რაიმე მნიშვნელობა ჰქონდა, გუნდში ამაზე არავინ არ ფიქრობს” – ამბობს საქართველოს ნაკრების მცველი ლუკა ლორჩოშვილი და  ასე ეხმაურება ფონდი “ქართუს” მიერ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისთვის 30 ათასი მილიონი ლარის გადაცემას. ლორჩოშვილი ამბობს, რომ ეს კარგი ჟესტია, თუმცა გუნდში ფულისთვის არავინ თამაშობს.

„არ ვთვლი, რომ ამ შემთხვევაში, ფულს რაიმე მნიშვნელობა აქვს. გუნდში ამაზე არავინ ფიქრობს. ცხადია, ეს კარგი ჟესტია, თუმცა, ჩვენ არა ფულისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის ვთამაშობთ. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ კარგი შედეგები გვაქვს. ვფიქრობ, ყველა ფეხბურთელს იგივე აზრი აქვს.

მარცხნივ ნამდვილად არ არის ჩემი პოზიცია. ჩემი „გაბარიტებიდან“ გამომდინარე, ბევრს ალბათ წარმოუდგენლადაც ეჩვენებოდა, როგორ შეიძლებოდა ფლანგზე მეთამაშა, თუმცა, სწორი მომზადებითა და მიდგომით ყველაფერი შეიძლება გამოვიდეს. მითუმეტეს, როდესაც ნაკრებს სჭირდები, არ აქვს მნიშვნელობა რომელ პოზიციაზე ითამაშებ. რა თქმა უნდა, გამიმართლა, რომ სისწრაფითაც გამოვირჩევი და ამდენად ფლანგზე პრობლემა არ შემქმნია. ისე, შუაში უფრო მომწონს და ვფიქრობ, საკლუბო დონეზე მარცხენა მცველად თამაში არ დამჭირდება. სხვა საქმეა, რომ პროფესიონალი ვარ და სადაც მწვრთნელი გადაწყვეტს, გუნდს იქ დავეხმარები, როგორც ნაკრებში, ისე – კლუბში” – ამბობს ლუკა ლოჩოშვილი.

 

“კარგი ფოტოა და დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა”-  ლუკა ლორჩოშვილი ცნობილ კადრზე

მსგავსი თემები