„გიორგისთვის გოლის გატანა გაუჭირდებათ“- მამარდაშვილის ცოლი

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქომაგებით სავსე პირველი ავიახომალდი აფრინდება. ეროვნული ნაკრების გულშემატკივრები გერმანიაში მიემგზავრებიან. მათ შორის არის, გიორგი მამარდაშვილის ცოლი, ელენე ეპიტაშვილი. მისი თქმით, ესპანეთის ნაკრებს გიორგი მამარდაშვილსითვს გოლის გატანა გაუჭირდება.

„წინა თამაში ნამდვილად სასწაული იყო. ყველას გვჯერა, რომ კიდევ აუცილებლად გავიმარჯვებთ. კარგი მოლოდინები მაქვს. გიორგისთვის გოლის გატანა გაუჭირდებათ, დარწმუნებული ვარ, ის მაქსიმუმს გააკეთებს. გიორგი ყოველთვის შემართებით არის და ყოველთვის ისე ემზადება და დარწმუნებული ვარ, ახლაც ასე იქნება” – განაცხადა მამარდაშვილის ცოლმა ელენე ეპიტაშვილმა აეროპორტში.

მსგავსი თემები