28 ივნისს პრემიერი პარლამენტში მოხსენებით წარდგება

„თებერვალში წარდგენილ ანგარიშში მქონდა საუბარი სამომავლო გეგმებზე, აქედან გამომდინარე, არსებითად, გასული ოთხ-ნახევარი თვის განმავლობაში განხორციელებულ საქმიანობას შეეხება ეს ანგარიში“ –  ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც 28 ივნისს, პარლამენტში მოხსენების წარდგენას ეხებოდა. მთავრობის მეთაურის განმარტებით, საუბარი შეეხება სამომავლო გეგმებსაც. „ტრადიციულად, ეს მოხსენება მოიცავს ქვეყნის განვითარების ყველა სფეროს, ეს არის საქართველოს მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიში. თებერვალში მქონდა ანგარიში, საუბარი სამომავლო გეგმებზე. აქედან გამომდინარე, არსებითად, გასული ოთხ-ნახევარი თვის განმავლობაში განხორციელებულ საქმიანობას შეეხება ეს ანგარიში, რომელსაც წარვადგენ, ასევე – ზოგადად გვექნება საუბარი, მათ შორის, სამომავლო გეგმებზეც, თუმცა უფრო…

მეტი...

„საქართველო ნატო-ს სამიტზე იქნება წარმოდგენილი“- კობახიძე

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო ნატო-ს სამიტზე იქნება წარმოდგენილი. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თუ ვინ წავა, კონკრეტულად  ნატო-ს სამიტზე, მოგვიანებით დაზუსტდება. „იქნება კონსულტაციები, მთავარია, რომ ქვეყანა იქნება წარმოდგენილი სამიტზე, დანარჩენი დეტალები დაზუსტდება. შემდეგ მოგახსენებთ დეტალებს. ქვეყანა ნატო-ს სამიტზე იქნება წარმოდგენილი “- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მეტი...

პარლამენტში 28 ივნისს უსაფრთხოების ყვითელი დონე ამოქმედდება

საქართველოს პარლამენტი  უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.  განცხადების თანახმად, მიმდინარე წლის 28 ივნისს,  საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. ბრძანების შესაბამისად, დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები. შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს სამი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე. ხვალ, 28 ივნისს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტში მოხსენებას წარადგენს.

მეტი...

„სახელმწიფო სათანადო პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარ ვალდებულებას, იზრუნოს ბავშვთა უფლებების დაცვაზე“- კობახიძე

„სახელმწიფო სათანადო პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარ ვალდებულებას, იზრუნოს ბავშვთა უფლებების დაცვაზე, მომავალშიც ამ სულისკვეთებით გაგრძელდება მუშაობა სახელმწიფო სათანადო პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარ ვალდებულებას, იზრუნოს ბავშვთა უფლებების დაცვაზე, მომავალშიც ამ სულისკვეთებით გაგრძელდება მუშაობა“ – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებულ კითხვაზე საპასუხოდ. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ თუ რაიმე გამოსაძიებელია, ეს შესაბამისი საგამოძიებო უწყებების საქმეა. „გამოძიება არის შესაბამისი უწყებების საქმე. სახელმწიფო სათანადო პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარ ვალდებულებას, იზრუნოს ბავშვთა უფლებების დაცვაზე. მომავალშიც ამ სულისკვეთებით გაგრძელდება მუშაობა. რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტებს, თუ რაიმე არის გამოსაძიებელი, ეს არის შესაბამისი საგამოძიებო უწყებების საქმე“ – აღნიშნა…

მეტი...

“უკვე გადაეცა ნაკრებს პირველი 30 მილიონი”- ირაკლი კობახიძე

“ჩვენს ფეხბურთელებს არ სჭირდებათ დამატებითი მოტივაციის შექმნა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, ღირებულია ის მხარდაჭერა, რომელიც გამოცხადდა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან საფეხბურთო ნაკრების მიმართ” – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ძალიან დიდია ქართველ ფეხბურთელებში ჟინი და მოგების სურვილი შემდეგ თამაშზეც. „ზოგადად ჩვენს ფეხბურთელებს არ სჭირდებათ დამატებითი მოტივაციის შექმნა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, ღირებულია ის მხარდაჭერა, რომელიც გამოცხადდა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან საფეხბურთო ნაკრების მიმართ და ეს ჯილდო დამატებით მოტივაციას შექმნის. უკვე გადაეცა ნაკრებს პირველი 30 მილიონი, რომელიც იყო დაწესებული ჯგუფიდან გასვლისთვის და ჩვენ როცა შევხვდით ნაკრების მოთამაშეებს, შევახსენეთ, რომ შემდეგი თამაშიც არის დაკავშირებული ასეთ ჯილდოსთან და ეს კიდევ უფრო მეტად შექმნის მოტივაციას. კიდევ ერთხელ ვიტყვი, დამატებით მოტივაცია ფეხბურთელებს არ სჭირდებათ, ძალიან დიდია მათში ჟინი და მოგების სურვილი შემდეგ თამაშზეც. ეს ყველაფერი არის შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთი არის ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი, ყველაფერი არის შესაძლებელი. ბიჭებმა დაამტკიცეს, რომ ნებისმიერ მეტოქესთან მათ შეუძლიათ თამაში. პორტუგალია არ იყო ნაკლები ესპანეთზე, შესაბამისად, 30-ში არის ყველაფერი შესაძლებელი“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.   “ხვიჩა კვარაცხელიას გადაეცა ჯილდო, როგორც უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეს”- პრემიერი

მეტი...

“ხვიჩა კვარაცხელიას გადაეცა ჯილდო, როგორც უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეს”- პრემიერი

„ბოლო დღეებში ყველა ფეხბურთით, ყველა სპორტით ცხოვრობს და დღევანდელი დღეც ამით იყო გამორჩეული. დღეს, ხვიჩა კვარაცხელიას გადაეცა ჯილდო, როგორც უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეს” – ამის შესახებ, ირაკლი კობახიძემ დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაური ამბობს, რომ საკუთარი საქმიანობით ეს ადამიანები აძლიერებენ ჩვენს ქვეყანას, რაც დაფასებას იმსახურებს. „ბოლო დღეებში, ყველა ფეხბურთით, ყველა სპორტით ცხოვრობს და დღევანდელი დღეც ამით იყო გამორჩეული. დღეს, ხვიჩა კვარაცხელიას გადაეცა ჯილდო, როგორც უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეს. დღევანდელი დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი, სახელმწიფოს ვალია დიასპორაზე ზრუნვა, უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებზე ზრუნვა და მათი საქართველოსთან კავშირის შენარჩუნება,…

მეტი...

„ქვეყანა ივლის წინ ევროინტეგრაციის მიმართულებით“ – კობახიძე

„ოპოზიციის მხრიდან როგორი დაბრკოლებაც არ უნდა შეექმნას საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, გაგრძელდება თანმიმდევრულად წინსვლა ამ მიმართულებით დარწმუნებული ვარ, ოპოზიციის მოლოდინები არ გამართლდება, ქვეყანა ივლის წინ ევროინტეგრაციის მიმართულებით“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციის მხრიდან როგორი დაბრკოლებაც არ უნდა შეექმნას საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, გაგრძელდება თანმიმდევრულად წინსვლა ამ მიმართულებით. „ოპოზიციას ჰქონდა ჭარბი მოლოდინები იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა დაზიანდებოდა ამ დღეების განმავლობაში, თუმცა დარწმუნებული ვარ, ოპოზიციის ეს მოლოდინები არ გამართლდება. ქვეყანა ივლის წინ ევროინტეგრაციის მიმართულებით. როგორი დაბრკოლებაც არ უნდა შეექმნას საქართველოს ამ გზაზე ოპოზიციის მხრიდან, ჩვენ განვაგრძობთ თანმიმდევრულად წინსვლას ევროინტეგრაციის…

მეტი...

“ჩვენს საზოგადოებას სჭირდება სიამაყის განცდა”- პრემიერი ნაკრების გამარჯვებაზე

„ჩვენი ნაკრების წევრების დიდი ნაწილიც სწორედ უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები არიან და სწორედ, ჩვენი ფეხბურთე ები არიან საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ასახელო საკუთარი ქვეყანა სხვა ქვეყანაში” – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ეროვნულ ნაკრებს მადლობა გადაუხადა იმ სიხარულისთვის, რომელიც მათ, გუშინ, თითოეულ ქართველს აჩუქს. „მინდა ვისარგებლო შემთხვევით და შევუერთდე მილოცვას ჩვენი საფეხბურთო ეროვნული ნაკრების მიმართ. ჩვენი ნაკრების წევრების დიდი ნაწილიც სწორედ უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები არიან და სწორედ, ჩვენი ფეხბურთელები არიან საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ასახელო საკუთარი…

მეტი...

“ლგბტ პროპაგანდა არის რისკების შემცველი საზოგადოებისთვის”- ირაკლი კობახიძე

„ლგბტ პროპაგანდა არის რისკების შემცველი საზოგადოებისთვის, ჩვენ ვხედავთ ამ ყველაფერს კონკრეტული ქვეყნების მაგალითზე. აქედან გამომდინარე, ლგბტ პროპაგანდასთან დაპირისპირება არის მნიშვნელოვანი“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის პასუხად, რომელიც „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონს შეეხებოდა. პრემიერის განმარტებით, თითოეული ადამიანის უფლებები, განურჩევლად ცხოვრების წესისა, უნდა იყოს დაცული, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ პროპაგანდა შეიცავს რისკებს, აღნიშნული საკითხი უნდა მოწესრიგდეს. „ლგბტ პროპაგანდა არის რისკების შემცველი საზოგადოებისთვის, ჩვენ ვხედავთ ამ ყველაფერს კონკრეტული ქვეყნების მაგალითზე. აქედან გამომდინარე, ლგბტ პროპაგანდასთან დაპირისპირება არის მნიშვნელოვანი. აქ საქმე არ ეხება ადამიანის უფლებების შეზღუდვას, თითოეული ადამიანის…

მეტი...

პორტუგალიის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილს ნაკრების გამარჯვება მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში პორტუგალიის პრეზიდენტს, მარსელო რებელო დე სოუზას და ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტობის კანდიდატს, ანტონიო კოსტას შეხვდა. ინფორმაციას ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ცნობით, მათ  სალომე ზურაბიშვილს საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვება მიულოცეს და საქართველოს ევროპული გზის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა გამოთქვეს. გუშინ, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა.  

მეტი...

„საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები არის დიასპორის ერთობის მაგალითი“ – პატრიარქი

„დღეს ჩვენი ქვეყანა მსოფლიო ასპარეზზე გამოდის და თქვენც, თქვენი ამჟამინდელი მყოფობის ადგილზე თქვენი წვლილი შეიტანეთ მის საკეთილდღეოდ“-  ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დიასპორისადმი მიმართვაში. „ყველას გულიღთადად მოგესალმებით, განსაკუთრებით ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს. გლოცავთ და გილოცავთ გუშინდელ გამარჯვებას. საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები შეიძლება, ითქვას, დიასპორის ერთობის მაგალითი და დადასტურებაა იმისა, თუ რა შეუძლია ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას მიზნის მისაღწევად. არაერთხელ მითქვამს, რომ უცხოეთში მცხოვრები ნებისმიერი თქვენგანი საქართველოს სახეა, ამიტომაც უნდა ეცადოთ, თქვენი ცხოვრებითა და საქმიანობით იყოთ ღირსეული წარმომადგენელი სამშობლოსი და იმ ქვეყნისა, სადაც ხართ ამჟამად. ეცადოთ, თქვენც და თქვენი შვილებიც რწმენაში განმტკიცდეთ,…

მეტი...

რჩება თუ არა კვარაცხელია „ნაპოლში“

იტალიელი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანის ინფორმაციით, “ნაპოლის” პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი დღეს გერმანიაში ხვიჩა კვარაცხელიასა და მის აგენტს შეხვდა. როგორც ჟურნალისტი სოცილაურ ქსელში წერს, „ნაპოლი“ ამ ზაფხულს ხვიჩა კვარაცხელია გაშვებას არ აპირებს. “ნაპოლის” გზავნილი კვარასთვის მკაფიოა: „ნაპოლი“ არ აპირებს მის გაშვებას ამ ზაფხულს, რადგან ის კონტესა და კლუბის წამყვანი მოთამაშეა. ევროს დასრულებისთანავე “ნაპოლი” ახალი კონტრაქტის წინადადებას გაუგზავნის“ – წერს ფაბრიციო რომანო. გუშინდელი მატჩის შემდეგ კვარაცხელიასთან ერთ-ერთი კითხვა მის მომავალს ეხებოდა. ქართველი ფეხბურთელი აღნიშნავს, რომ თავის მომავალს ევრო 2024-ის დასრულების შემდეგ გადაწყვეტს. „კონტეს პატივს ვცემ, ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, „ნაპოლის’’ პატივს ვცემ, „ნაპოლი’’ მიყვარს,…

მეტი...

რუსეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

რუსეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას რუსული მედია საგანგებო სამსახურებზე დაყრნდობით ავრცელებს. ავარია რუსეთის კომის რესპუბლიკაში მოხდა. ვორკუტა-ნოვოროსიისკის რეისის სამგზავრო მატარებლის ცხრა ვაგონი ლიანდაგებიდან გადავიდა. მატარებელში 195 მგზავრი და რკინიგზის 20 თანამშრომელი იმყოფებოდა. ამჟამად საავადმყოფოში რვა ადამიანი რჩება, მათ შორის ერთი მოზარდი რეანიმაციულ განყოფილებაშია. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები შემთხვევის ადგილზე დასრულებულია. სარკინიგზო კატასტროფის სავარაუდო მიზეზად ძლიერი წვიმის შედეგად ლიანდაგის დაზიანება სახელდება.

მეტი...

„ველოდები, რომ არჩევნების შედეგების მიუხედავად, აშშ ნატო-ს მტკიცე მოკავშირედ დარჩება“- სტოლტენბერგი

“ველოდები, რომ აშშ-ის არჩევნების შედეგების მიუხედავად, აშშ ნატო-ს მტკიცე მოკავშირედ დარჩება, რადგან ეს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებშია”, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა. როგორც მან აღნიშნა „ძლიერი ნატო კარგია ევროპისთვის, თუმცა ასევე კარგია აშშ-თვის“. „Პოლიტიკაში გარანტიები არ არსებობს, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ამერიკა სიმტკიცეს შეინარჩუნებს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მეტი...

„უნგრეთი მხარს ვერ დაუჭერს ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურას“ – ორბანი

„უნგრეთი მხარს ვერ დაუჭერს ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურას, რადგან მან კანონის უზენაესობა, მნიშვნელოვანი ევროპული ღირებულება, უნგრეთის წინააღმდეგ პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენა“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა. უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებით, სოციალისტებმა და ლიბერალებმა ჩამოაყალიბეს კოალიცია, რომელიც არის სიცრუის კოალიცია. „ჩვენ არ გვაქვს მიზეზი, მხარი დავუჭიროთ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას“, – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.

მეტი...

„იმედი გვაქვს, რომ საქართველო ევროკავშირისკენ გზაზე დაბრუნდება”- მარკ რუტე

„იმედი გვაქვს, რომ საქართველო ევროკავშირისკენ გზაზე დაბრუნდება“ – ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა და ნატო-ს მომავალმა გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა. მისი განმარტებით, ის  ღელავს საქართველოს გზაზე ევროკავშირისკენ. “შეიძლება აქ მოკლედ [განვიხილოთ საქართველოს საკითხი], მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, ვღელავთ ევროკავშირზე, ვღელავ საქართველოს ევროკავშირისკენ გზაზე ბოლო დროის გადაწყვეტილებების გამო. მოკლედ ვესაუბრე [საქართველოს] პრეზიდენტს, ვფიქრობ, ის შესანიშნავი ლიდერია, მაგრამ მან ვერ შეძლო, ვეტო პარლამენტის მიერ დაძლეულ იქნა, სამწუხაროდ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ველით მას [საქართველოს] და იმედი გვაქვს, რომ საქართველო ევროკავშირისკენ გზაზე დაბრუნდება, მაგრამ ნატოსთან დაკავშირებით მხოლოდ იმას ვიტყვი, მეამაყება, რომ ამირჩიეს [გენერალურ…

მეტი...

საქართველოს ეროვნული ნაკრები 12 მილიონ ევროზე მეტს მიიღებს

საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფასგან ბონუსის სახით 12.25 მილიონ ევროს მიიღებს, რაც თითქმის 37 მილიონი ლარია. თითოეული ეტაპის დაძლევისთვის გუნდებისთვის გამოყოფილ თანხას, მატჩის ბონუსიც ემატება: 9.25 მილიონი ევრო – მონაწილეობისთვის; მატჩის ბონუსი: 1 მილიონი ევრო – მოგება; 500 000 ევრო – ფრე; 1.5 მილიონი ევრო – მერვედფინალში გასვლისთვის; 2.5 მილიონი ევრო – მეოთხედფინალში გასვლისთვის; 4 მილიონი ევრო – ნახევარფინალისთვის; 5 მილიონი ევრო – მეორეადგილოსანი; 8 მილიონი ევრო – ჩემპიონი. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა და ევრო 2024-ის მერვედფინალშია.

მეტი...

„განსაკუთრებით სამწუხაროა იმის დანახვა თუ როგორ შორდება საქართველო ევროკავშირისკენ კურსს“- მარგუს ცაჰკანა

“სამწუხაროა იმის დანახვა თუ როგორ შორდება საქართველო ევროკავშირისკენ კურსს”, – აღნიშნულთან დაკავშირებით ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “შევხვდი საქართველოს ელჩს ზურაბ ხამაშურიძეს და ტალინში მის ახალ თანამდებობაზე წარმატება ვუსურვე. გეოგრაფიული დისტანციის მიუხედავად, ესტონეთი და საქართველო ყოველთვის განსაკუთრებულ კავშირს იზიარებდნენ. შესაბამისად, განსაკუთრებით სამწუხაროა იმის დანახვა თუ როგორ შორდება საქართველო ევროკავშირისკენ კურსს”, – წერს მარგუს ცაჰკენა

მეტი...

პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს და რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს. მათივე ცნობით, ყურადღება დაეთმო ეკონომიკურ თანამშრომლობასა და რეგიონული მნიშვნელობის პროექტებს. „აღინიშნა ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობა მსხვილი ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტების განხორციელების საქმეში. ხაზი გაესვა სატრანზიტო და ლოგისტიკური ფუნქციის გაძლიერებისკენ მიმართული პროექტების, მათ შორის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ჯეიჰუნ ბაირამოვმა ირაკლი კობახიძეს საქართველოს ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გასვლა მიულოცა” –…

მეტი...

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას, მებრძოლი ქართველების სპეცდანაყოფი “თბილისი” ავრცელებს. უკრაინაში რუსეთის საომარ მოქმედებებს 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მეტი...

უკრაინამ და ევროკავშირმა უსაფრთხოების შეთანხმება გააფორმეს

უკრაინამ და ევროკავშირმა უსაფრთხოების შეთანხმება, სახელწოდებით: ,,ევროკავშირსა და უკრაინას შორის უსაფრთხოების საერთო ვალდებულებები”, გააფორმეს. დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონია ევროკავშირის სამიტის წინ ბრიუსელში გაიმართა. დოკუმენტს ხელი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა მოაწერეს. Reuters-ის ცნობით, აღნიშნული შეთანხმება ითვალისწინებს ევროკავშირის ვალდებულებას, უკრაინას უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ცხრა სფეროში დაეხმაროს, მათ შორის, შეიარაღების მიწოდების, სამხედრო წვრთნის, თავდაცვით სამრეწველო თანამშრომლობისა და განაღმვის სფეროებში. ევროკავშირის გარდა, ბრიუსელის სამიტის დაწყებამდე უკრაინის პრეზიდენტმა უსაფრთხოების შეთანხმებას ხელი ესტონეთთამ და ლიეტუვასთან მოაწერა.

მეტი...

„ისინი განსაკუთრებით სახიფათოები კონტრშეტევების დროს არიან“ – ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი საქართველოს ნაკრებზე

,,ქართველებს სერიოზული პროგრესი აქვთ და მათთან გამარჯვებისთვის ძალების მაქსიმალური მობილიზება მოგვიწევს”, – განაცხადა ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ. „საქართველოს ნაკრებს უდიდეს პატივს ვცემთ და მეტოქეს სათანადოდ ვაფასებთ. ქართველებს სერიოზული პროგრესი აქვთ და მათთან გამარჯვებისთვის ძალების მაქსიმალური მობილიზება მოგვიწევს. ისინი განსაკუთრებით სახიფათოები კონტრშეტევების დროს არიან, ამიტომ ნახევარდაცვაში კომბინირებისას უდიდესი ყურადღების გამოჩენა იქნება საჭირო“, – განაცხადა ლუის დე ლა ფუენტემ. შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებით მან პლეი ოფის საგზური მოიპოვა. მერვედფინალში „ჯვაროსნები“ ესპანეთს შეხვდებიან. მატჩი 30 ივნისს, 23:00 საათზე დაიწყება.

მეტი...

,,ვიმედოვნებთ, რომ საქართველო დაუბრუნდება EU-ს გზას… ველოდებით, რას იზამს მთავრობა” – რუტე

,,ვიმედოვნებთ, რომ საქართველო დაუბრუნდება EU-ს გზას. ველოდებით, რას იზამს მთავრობა, ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული”, – ამბობს ნიდერლანდების პრემიერმინისტრი და NATO-ს მომავალი გენერალური მდივანი, მარკ რუტე. ,,მე ვღელავ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზასთან დაკავშირებით ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებების გამო. ვესაუბრე პრეზიდენტს, ვფიქრობ, რომ ის შთამბეჭდავი ლიდერია, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი ვეტო პარლამენტმა დაძლია. რა თქმა უნდა, ველოდებით და ვიმედოვნებთ, რომ საქართველო დაუბრუნდება ევროკავშირის გზას. ახლა ველოდებით, რას იზამს საქართველოს მთავრობა, ახლა ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული”, – განაცხადა რუტემ.

მეტი...

,,პირველ რიგში გილოცავთ გუშინდელ ისტორიულ გამარჯვებას. საქართველოში საქმეები კარგად მიდის, საქართველოს მთავრობა კარგად მუშაობს” – ვიქტორ ორბანი

,,პირველ რიგში გილოცავთ გუშინდელ ისტორიულ გამარჯვებას. საქართველოში საქმეები კარგად მიდის, საქართველოს მთავრობა კარგად მუშაობს”, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა „ქრონიკის“ კითხვის პასუხად განაცხადა. ორბანი ევროკავშირის ლიდერების სამიტს ესწრება. „პირველ რიგში გილოცავთ გუშინდელ ისტორიულ გამარჯვებას. საქართველოში საქმეები კარგად მიდის, ევროკავშირში გაწევრიანების გზა კარგია. საქართველოს მთავრობა კარგად მუშაობს, ეკონომიკა უმჯობესდება. ასე რომ, ვფიქრობ სწორ გზაზე ხართ“, – აღნიშნა ორბანმა.  

მეტი...

საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, დღეს, საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი. თბილისში გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში, საავიაციო უწყებების მიერ განხილულ იქნა საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის რეგულარული ოპერირების დაწყების ტექნიკური ასპექტები, მათ შორის საავიაციო ბაზრებზე არსებული ვითარება, ძირითადი მარეგულირებელი სტანდარტები და ფრენის სიხშირეები. გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის შესაბამისად განისაზღვრა ფრენის სიხშირეები: საქართველოსა და კორეის დანიშნულ ავიაკომპანიებს უფლება ექნებათ რეგულარული სამგზავრო/სატვირთო ფრენები განახორციელონ კვირაში 7 სიხშირით. საქართველოსა და კორეის საავიაციო უწყებები შეთანხმდნენ, რომ აქტიურად გააგრძელებენ მუშაობას აღნიშნული პროცესის ხელშესაწყობად. საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელება…

მეტი...

მეზობლის მკვლელობა ოზურგეთში – ახალი დეტალები

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმა დვაბზუში მეზობელმა მეზობელი მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სოფელ გაღმა დვაბზუს მაცხოვრებლები ყვებიან, 40 წლის ახალგაზრდამ საკუთარი მეზობელი, ასაკიანი მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, შემდეგ სასაფლაოზე თავი მოიკლა. თანასოფლელები მომხდარზე არ საუბრობენ, მაგრამ როგორც ცნობილი ხდება, ლ.ც. ოზურგეთში  თბილისიდან დღეს ჩავიდა, მეზობელს მისივე ეზოში ესროლა და შემდეგ კი მამის საფლავზე სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამ წუთებში სასაფლაოზე პოლიცია იმყოფება და ჟურნალისტებს ადგილზე არ უშვებენ. მოკლული კი ექსპერტიზის ბიუროშია გადაყვანილი. შსს-ს ინფორმაციით,  მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა,შენახვა,…

მეტი...

პარლამენტმა დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ცვლილებები დაამტკიცა

პარლამენტმა დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებებს მხარი 75-მა დეპუტატმა დაუჭირა. ცვლილებებით სააგენტოში არსებული სამეთვალყურეო და საინვესტიციო საბჭოები უქმდება და მათ ადგილს მმართველობითი საბჭო დაიკავებს, რომელიც 9-დან 15 წევრამდე დაკომპლექტდება და რომლებსაც ახალი კანონის მიხედვით, პრემიერ-მინისტრი შეარჩევს. მანამდე, საბჭოს წევრებს კანონმდებლები არჩევდნენ. შესაბამისად, სუსტდება პარლამენტის როლი და იზრდება აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილება. დღეს არსებულ საინვესტიციო საბჭოში პარლამენტს 4 უცხოელი სპეციალისტი ჰყავს, რომლებიც არა პოლიტიკური, არამედ პროფესიული შეხედულებებით იღებენ გადაწყვეტილებებს. საბჭო საპენსიო აქტივების ინვესტირებასთან დაკავშირებით იღებს გადაწყვეტილებებს. პარლამენტმა საბჭოს წევრები 2019 წლის ივნისში აირჩია და ვადა ამ თვეში ეწურებათ,…

მეტი...

ხელისუფლებამ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ბენეფიციარებს საჯაროდ ბოდიში უნდა მოუხადოს – გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის გადაწყვეტილება

გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის საქმის განხილვა დაასრულა. კომიტეტმა მძიმე დარღვევები დაადგინა და საქართველოს ხელისუფლებას, ბავშვთა სახლის ბენეფიციარებისთვის საჯაროდ ბოდიშის მოხდა, კომპენსაცია, რეაბილიტაცია, ხელახალი შეფასება და ძალადობის ფაქტების ეფექტური გამოძიება მოსთხოვა. კომიტეტმა გადაწყვეტილება დღეს მიიღო. საჩივარი ნინოწმინდის პანსიონატში მცხოვრები 57 ბავშვის სახელით იყო შეტანილი. ,,საჩივრის განხილვის შემდეგ, კომიტეტმა დაადგინა, რომ საქართველომ ვერ დაიცვა ნინოწმინდის ბავშვთა სკოლა-ინტერნატის ბავშვები, რომლებიც მოკლებული იყვნენ ოჯახურ გარემოს”, – ნათქვამია კომიტეტის გადაწყვეტილებაში. შეგახსენებთ, რომ ბავშვთა პანსიონატში არსებულ უმძიმეს პირობებზე და ბენეფიციარების მიმართ ძალადობაზე სახალხო დამცველის ოფისმა 2018 წელს გამოაქვეყნა ანგარიში. 2020 წლის ივნისიდან თითქმის…

მეტი...

ხვალ ჩინეთი მთელი მსოფლიოს წარმომადგენლებს მასპინძლობს

28 ივნისს, ჩინეთის დედაქალაქ პეკინში უმნიშვნელოვანესი ფორუმი იხსნება. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა მშვიდობიანი თანაარსებობის ხუთი პრინციპის გამოქვეყნებიდან 70 წლის იუბილეს აღნიშნავს. ფორუმს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტი სი ძინპინი გახსნის და მნიშვნელოვანი სიტყვით გამოვა. კონფერენციაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების დელეგაციები მონაწილეობენ. მათ შორის, საქართველოს სახელით ერთ-ერთ ქვე-ფორუმში სიტყვით „მედიაცენტრი მთავარის“ დამფუძნებელი ეკა გულუაც გამოვა. კონფერენციაში, რომელიც მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სექტორებად და ქვეფორუმებად გრძელდება, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტთან ერთად მონაწილეობენ, ქვეყნის პრემიერი, რომელიც მთავარი მოდერატორია, ასევე, სხვა ხელმძღვანელი პირები,  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული დელეგაციები, ყოფილი სახელმწიფო ლიდერები, ექსპერტები, მეცნიერები და…

მეტი...

,,ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვან დროს ემთხვევა, ჩვენ საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ისტორიული მიღწევები ვნახეთ” – ჯეიჰუნ ბაირამოვი

ევრო 2024-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატებას საქართველოში ვიზიტად მყოფი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიჰუნ ბაირამოვი გამოეხმაურა. „მე ვთვლი, რომ ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვან დროს ემთხვევა. ჩვენ საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ისტორიული მიღწევები ვნახეთ. დღეს ჩემს ძვირფას კოლეგასთან ერთად საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტსა და სფეროებზე ვისაუბრეთ. განვიხილეთ როგორც წარსული მიღწევები, ასევე სამომავლო გეგმები. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა მრავალმხრივია და ძალიან ინტენსიურად ხორციელდება“, – განაცხადა ჯეიჰუნ ბაირამოვმა ქართველ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ვიზიტით იმყოფება. ჯეიჰუნ ბაირამოვი უკვე შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ილია…

მეტი...

ტრაგედია გურიაში – კაცი, რომელმაც მეზობელი მოკლა, მამის საფლავზე გარდაცვლილი იპოვეს

კაცი, რომელმაც მეზობელი მოკლა, მამის საფლავზე გარდაცვლილი იპოვეს. ადგილობრივების თქმით, მან თავი მოიკლა. ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, სოფელ დვაბზუში, მეზობელმა მეზობელი პირად საკითხზე დაწყებული კონფლიქტის გამო მოკლა. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

მეტი...

„დედები ამ საოცარი ბიჭების წარმატების უკან“ – ნაკრების ფეხბურთელების ფოტოები

პორტუგალიასთან ისტორიული გამარჯვების შემდეგ გახარებული გულშემატკივრების ემოციები არ ცხრება. სოციალურ ქსელში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ფოტოების ვრცელდება, სადაც ისინი დედებთან ერთად არიან. „დედები ამ საოცარი ბიჭების წარმატების უკან, მადლობა მათ!“, – წერს ერთ-ერთი „ფეისბუქ“ მომხმარებელი.

მეტი...

გამჭვირვალობის შესახებ კანონმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს არჩევნების ლეგიტიმურობაზე – ევროპის საბჭოს რეზოლუცია საქართველოზე

66 ხმით 4 ის წინააღმდეგ – ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, სადაც აღნიშნულია ქართული ოცნების მმართველობის პირობებში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე და ევროპული ღირებულებებიდან გადახვევაზე. ასამბლეის წევრები მოუწოდებენ ივანიშვილის პარტიას, გაიწვიოს გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რომელიც არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს. „ასამბლეა შიშობს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უარყოფითად იმოქმედებს ამ არჩევნების ჩატარებაზე და მისი შედეგის მიმართ დაინტერესებული მხარეების და საზოგადოების ნდობაზე, რამაც, შეიძლება, გავლენა მოახდინოს არჩევნების ლეგიტიმურობაზე. ეს განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან ამ კანონის მიღებამ, მიუხედავად მის წინააღმდეგ ფართოდ გავრცელებული წინააღმდეგობისა ქართულ საზოგადოებაში, მოახლოებული არჩევნები გარდაუვლად გადააქცია დე ფაქტო…

მეტი...

გიორგი მამარდაშვილი მიმართვას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი „ჯვაროსნების“ წარმატების შესახებ პოსტს აქვეყნებს. „დაუვიწყარი ღამე რომელიც ყველა ქართველს სამუდამოდ ემახსოვრება. გილოცავთ, ჩვენ ისტორიის კიდევ ერთი ფურცელი დავწერეთ. შევინარჩუნოთ ეს ერთიანობა და ერთად გავაგრძელოთ ისტორიის წერა!“, – წერს მამარდაშვილი.

მეტი...

სამი მოსამართლის დაუმსახურებლად არჩევამ, შესაძლოა, ხელი შეუშალოს EU-სთან მოლაპარაკებების დაწყებას – ,,სასამართლოს გუშაგი”

,,პარლამენტის მიერ გავლენიან მოსამართლეთა ჯგუფის მიმართ ლოიალური სამი მოსამართლის დაუმსახურებლად არჩევა, შესაძლოა, გახდეს ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი”,  – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია “სასამართლოს გუშაგის” განცხადებაში პარლამენტის მიერ, უზენაესის სამი მოსამართლის დამტკიცებასთან დაკავშირებით. “ოცნებამ” ბადრი შონიას, გიზო უბილავასა და გოჩა ჯეირანაშვილის კანდიდატურებს პლენარულ სხდომაზე დღეს უყარა კენჭი და 80 და 78 -78 ხმით დაამტკიცა. ,,სასამართლოს გუშაგი” აღნიშნავს, რომ “ოცნებამ” დახურულად გამოაცხადა კანდიდატის სტატუსით გათვალისწინებული მოთხოვნა მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებაზე, რაც სასამართლო სისტემას ართმევს საფუძვლიანი რეფორმირების სამომავლო პერსპექტივას. ,,ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან ერთად საქართველოსთვის განსაზღვრული პირობებიდან ერთ-ერთი შეეხება მართლმსაჯულების სისტემის…

მეტი...

,,საქართველოს ფეხბურთი არის ბრწყინვალე, მაგრამ ერთადერთი კარგი ამბავი საქართველოდან დღეისთვის, რადგან ჩვენ ვუყურებთ ქვეყნის ბელარუსიზაციას” – გონჩარენკო

,,ჩვენ საკუთარი თვალით ვუყურებთ საქართველოს ბელარუსიზაციას”, – განაცხადა ევროსაბჭოში მიმდინარე დებატებზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინის რადას დეპუტატმა ოლექსეი გონჩარენკომ. მან სიტყვით გამოსვლა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გამარჯვების მილოცვით დაიწყო: ,,უპირველეს ყოვლისა მინდა მოვულოცო საქართველოს ეს წარმატება ევრო 2024-ზე. საქართველოს ფეხბურთი არის ბრწყინვალე, მაგრამ სამწუხაროდ ერთადერთი კარგი ამბავია საქართველოდან დღეისთვის, რადგან იმას რასაც ჩვენ ვუყურებთ არის საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვა. ჩვენ საკუთარი თვალით ვუყურებთ საქართველოს ბელარუსიზაციას. რუსი ოლიგარქი ივანიშვილი პირდაპირ ამართლებს პუტინის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, ისევე როგორც რუსეთის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ. სწორედ მან თქვა რომ რუსეთი კი არ დაესხა თავს 2008 -ში საქართველოს და…

მეტი...