პორტუგალიის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილს ნაკრების გამარჯვება მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში პორტუგალიის პრეზიდენტს, მარსელო რებელო დე სოუზას და ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტობის კანდიდატს, ანტონიო კოსტას შეხვდა. ინფორმაციას ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ცნობით, მათ  სალომე ზურაბიშვილს საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვება მიულოცეს და საქართველოს ევროპული გზის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა გამოთქვეს.

გუშინ, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა.

 

მსგავსი თემები