NDI – ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 19%-ი აცხადებს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს პოლიტიკური პარტიებიდან „ქართული ოცნება“ დგას, ხოლო გამოკითხულთა 9%-ი ფიქრობს, რომ “ნაციონალური მოძრაობა.
გამოკითხულთა 45%-ი მიიჩნევს, რომ მათ შეხედულებებთან ახლოს, არცერთი პარტია არ დგას.
გამოკითხულთა შედეგები ასე გადანაწილდა: „არ ვიცი“ – 6 %-ი , „პატრიოტთა ალიანსი“ – 4 %-ი , „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატები“ –4%-ი , „სხვა“ – 9%-ი.
ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს.