თურქეთში, მალათიას პროვინციაში მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრის მაგნიტუდა 5,9-ს შეადგენდა. ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრა 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო, მისი ეპიცენტრი კი 9 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.
ინფორმაცია ნგრევასა ან დაზარალებულების შესახებ ამ ეტაპზე არ გავრცელებულა.