,,ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ძირითადად იმყოფება სიმპტომურ მკურნალობაზე”- ზურაბ ჩხაიძე

“ვივამედის” კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში ამ კუთხით განსაკუთრებული ცვლილება დინამიკაში არ ყოფილა.

,,ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური, განსაკუთრებული ცვლილება დინამიკაში ამ ბოლო პერიოდში არ მომხდარა. პაციენტი იმყოფება ძირითადად მაინც სიმპტომურ მკურნალობაზე, ჩვენი შეთავაზებული მკურნალობა, თუნდაც ცილოვანი დანამატები და ა.შ. ნაკლებად სრულდება,”- განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

,,მეტალების შემცველობა სისხლში არის ნორმის ქვემოთ” – ზურაბ ჩხაიძე მიხეილ სააკაშვილზე

მსგავსი თემები