26 წლის ბრიტანეთის მოქალაქე ვიდეოს გადაღების დროს ხიდიდან გადავარდა და დაიღუპა

ესპანეთში, 26 წლის ბრიტანეთის მოქალაქე სოციალური მედიისთვის კონტენტის შექმნის დროს ხიდიდან გადავარდა და დაიღუპა. მედიის ინფორმაციით, მამაკაცი, რომლის ვინაობას პოლიცია ჯერჯერობით არ ასაჯაროებს, ცენტრალურ ქალაქ ტალავერა დე ლა რეინაში, კასტილა-ლა მანჩას ხიდის კონსტრუქციაზე ასვლისას ჩამოვარდა. მამაკაცი ხიდზე 24 წლის ბრიტანელი მოქალაქესთან ერთად იმყოფებოდა, რათა სოციალური მედიისთვის კონტენტი შეექმნათ.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ხიდის კონსტრუქციაზე ასვლა კატეგორიულად აკრძალულია, რასთან დაკავშირებითაც არაერთი გაფრთხილება გავრცელდა.

მსგავსი თემები