კიევში უგზო-უკვლოდ დაკარგული და ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელი სამხედროების ახლობლების დემონსტრაცია გაიმართა

კიევში, დამოუკიდებლობის მოედანზე უგზო-უკვლოდ დაკარგული და ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელი სამხედროების ახლობლების დემონსტრაცია გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. მაიდანზე რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა. დემონსტრაციის მონაწილეები ხელისუფლებისგან თავიანთი ახლობლების დაკარგვასთან დაკავშირებული გარემოებების შესახებ გამჭვირვალობას და არსებული ინფორმაციის მიწოდებას ითხოვდნენ.

მშვიდობიან აქციაზე მისული ადამიანები მედიასთან საუბრისას აღნიშნავდნენ, რომ მათი შეკრების მიზანია უგზო-უკვლოდ დაკარგულებისა და ტყვეობაში მყოფი ადამიანების პრობლემაზე ყურადღების ფოკუსირება.

მსგავსი თემები