“პრეზიდენტი, როგორც არჩევნების გარანტი ყველას ხვდება, მათ შორის, მეც”- გია ხუხაშვილი

პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი ორბელიანების სასახლეში მივიდა. როგორც ხუხაშვილმა  მედიასთან განაცხადა, პრეზიდენტი წინასაარჩევნო პერიოდში ყველას, მათ შორის მასაც, ხვდება და განსაკუთრებული არაფერი ხდება.

„ბუნებრივია, არჩევნები მოდის და პრეზიდენტი, როგორც არჩევნების გარანტი და სახელმწიფოს მეთაური, ყველას ხვდება, მათ შორის, მეც. განსაკუთრებული არაფერი ხდება… იმისათვის, რომ არჩევნებმა მშვიდობიან და წყნარ გარემოში ჩაიაროს, ქვეყანა ნორმალური განვითარების გზას დაუბრუნდეს და უკან ჯოჯოხეთში არ დაგვაბრუნონ ვიღაც-ვიღაცებმა“- განაცხადა ხუხაშვილმა.

ექსპერტის მოსაზრებით, თუკი არჩევნებამდე წინასწარ გახდება ცნობილი ოპოზიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ამომრჩევლისადმი პატივისცემა იქნება. ის უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ოპოზიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი შეიძლება ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ნიკა გილაური იყოს.

„არ მგონია ნიკა გილაურის კანდიდატურა განიხილებოდეს“ – აღნიშნავს ხუხაშვილი.

საქართველოს პრეზიდენტი ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ნიკა გილაურს 15 ოქტომბერს შეხვდა.

მსგავსი თემები