18 წლის მეხანძრე გოგომ პირველ სამუშაო დღეს 16 ადამიანი გადაარჩინა

18 წლის მეხანძრემ პირველ სამუშაო დღეს 16 ადამიანი გადაარჩინა. ხანძარი კანადაში, იასპერის ეროვნულ პარკში გაჩნდა. სახანძრო-სამაშველო სამსახურს ინფორმაცია მოლაშქრეებმა გადასცეს, რომელთაც დაუყოვნებლივ ესაჭიროებოდათ დახმარება, რადგან ცეცხლი სწრაფად ვრცელდებოდა. ეროვნული პარკისაკენ მიმავალ სახანძროს ჯგუფში ერთ-ერთი მოხალისე მაშველი იყო, 18 წლის გოგო, კოლინ კნული. მისთვის ეს პირველი სამუშაო დღე იყო.

როგორც თანამშრომლები და თვითმხილველები ამბობენ, სპეციალური აღჭურვილობის დახმარებით ხანძრიდან მან 16 ადამიანის გამოყვანა მოახერხა.

„მან საოცარი ლიდერული თვისებები გამოავლინა. ძალიან სწრაფად მოახერხა სიტუაციის მართვა და გუნდური მუშაობა”, – ამბობს დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

მაშველებმა ტერიტორიიდან ჯამში 67 ადამიანი გამოიყვანეს. ცეცხლის ლოკალიზება და ჩაქრობა მთლიანად მოხერხდა. ხანძრის გაჩენის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ აალება შესაძლოა დაუდევრობამ გამოიწვია. სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტმა, წარმატებული პირველი დღის შემდეგ, 18 წლის კნულის სპეციალური მადლობის სიგელიც გადასცა.

მსგავსი თემები