რუსეთმა საქართველოსა და აზერბაიჯანს ავარიების შემთხვევაში ელექტროენერგიის იმპორტი სთხოვა

,,რუსული ენერგოკომპანია „ინტერ-რაო“ საგანგებო სიტუაციების დროს საქართველოდან და აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტის შესაძლებლობას განიხილავს”, – ინფორმაციას რუსული მედია „ინტერ-რაოს“ მმართველი საბჭოს წევრზე, ალექსანდრა პანინაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ჩვენ ვთხოვეთ ორ ქვეყანას – აზერბაიჯანსა და საქართველოს მიწოდების შესაძლებლობა საგანგებო პერიოდებში. თითოეულს 300 მეგავატი“, – ამბობს პანინა.

მისი თქმით, ჯერჯერობით არცერთი ქვეყნისგან პასუხი არ მიუღია.

მსგავსი თემები