ხმაურის გამო, პრაღა აპირებს, აკრძალოს ტურისტული სააგენტოების მიერ ორგანიზებული ღამის პაბების სეირნობა.
ჩეხეთის დედაქალაქის ხელისუფლება აცხადებს, რომ ორგანიზებული პაბის სეირნობა ადგილობრივი დროით 22:00-დან 06:00 საათამდე აიკრძალება.
მერის მოადგილემ, ჟირი პოსპისილმა თქვა, რომ მას სურს, ქალაქი გახდეს ადგილი, სადაც ,,პრიორიტეტი საერთო საჯარო სივრცის დახვეწა და პატივისცემაა”.
პრაღასთან ერთად ტურისტების ხმაურიან მიმოსვლის შესამცირებლად კამპანია ამსტერდამმაც წამოიწყო.