“საქართველოს ყოფილი პრემიერი ამბობდა, რომ მზად არიან სამხრეთ ოსეთისთვის და აფხაზეთისთვის 10 მილიონი ევრო გამოყონ”-კოკოითი

“ივანიშვილის განცხადებამ გამახარა. ვიფიქრე, დიახ, არსებობენ ის პროგრესული ძალები, რომლებიც მზად არიან რუსეთთან შეხვედრაზე წავიდნენ, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ, მისი პარტიის გენერალური მდივანი სხვა განცხადებას აკეთებს, რომ რუსეთმა სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან თავისი სამხედრო ბაზები უნდა გაიყვანოს” – ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ყოფილმა ლიდერმა, ედუარდ კოკოითმა განაცხადა.

კოკოითი ამბობს, რომ დღეს საქართველო მტერია.

„საქართველო დღეს მტერია, არც აფხაზეთთან და არც სამხრეთ ოსეთთან დოკუმენტს ხელს არ აწერენ. ჩვენ მშვიდობისთვის მზად ვართ, მაგრამ სანამ მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდებით, ხელი მოვაწეროთ დოკუმენტებს ძალის გამოუყენებლობის შესახებ. ჩვენ პრეტენზიები გვაქვს და თრუსოსა და გუდოს ხეობების შესახებ საკითხს სერიოზულად ვაყენებთ, რადგან ეს ჩვენი ტერიტორიებია. ეს უბრალოდ ტერიტორიებია, რომელთა ქართული მხარისთვის დათმობა მოხდა. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ამბობდა, რომ მზად არიან სამხრეთ ოსეთისთვის და აფხაზეთისთვის 10 მილიონი ევრო გამოყონ და სოხუმი ახალ მონაკოდ აქციონ. თავიანთი საქართველო აქციონ მონაკოდ და ჩვენ რუსეთთან ერთად როგორმე თავად მოვგვარდებით“ – აღნიშნა კოკოითმა.

 

 

მსგავსი თემები