“დასავლურ ქვეყნებში უკრაინის მხარდაჭერისგან დაღლილობა სულ უფრო იზრდება”- ელინა ვალტონენი

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი აცხადებს, რომ დასავლურ ქვეყნებში უკრაინის მხარდაჭერისგან დაღლილობა სულ უფრო იზრდება.

„დაღლილობა რეალურია და ის იზრდება“, – აღნიშნა ფინელმა დიპლომატმა.

მისი განცხადებით, დასავლეთში სულ უფრო მეტად აქვთ კონფლიქტის დარეგულირების რაიმე ფორმის მოძებნის იმედი. მინისტრის თქმით, ზოგიერთმა დასავლელმა მაღალჩინოსანმა დაიწყო ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის გზების განხილვა იმის მიუხედავად, რომ პუტინის ჯარებს ოკუპირებული აქვთ უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით მეხუთედი.

მსგავსი თემები