ისრაელი ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტების უკმარისობას განიცდის – FT

ისრაელი ირანის შესაძლო თავდასხმის მოსაგერიებლად ემზადება, თუმცა მას ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტების საკმარისი რაოდენობა არ გააჩნია. ინფორმაციას The Financial Times-ი ავრცელებს.

„ისრაელს ტყვია-წამლის სერიოზული პრობლემა აქვს. თუ ირანი ისრაელის თავდასხმას უპასუხებს, და ამაში „ჰეზბოლაც“ ჩაერთვება, ებრაული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა გადაიტვირთება. აშშ-ს აღარ შეუძლია უკრაინას და ისრაელს იგივე სისწრაფით მიაწოდოს იარაღი“, – ციტირებს გამოცემა ამერიკის ყოფილ სამხედრო ჩინოვნიკს დანა სტროულს.

ისრაელის სახელმწიფო კონცერნის „ისრაელის საავიაციო მრეწველობაის” გენერალურმა დირექტორმა ბოაზ ლევიმ განაცხადა, რომ მისი საწარმო სამ ცვლაში მუშაობს, ხოლო ზოგი ხაზი – 24 საათი, რათა წარმოების საჭირო მოცულობას მიაღწიოს.

„არავისთვის საიდუმლო არაა, რომ ჩვენ მარაგების შევსება გვჭირდება“, – თქვა ლევიმ.

 

მსგავსი თემები