,,სააკაშვილი არის სათანადო, ჯანსაღ მდგომარეობაში”- ირაკლი კობახიძე

,,პატიმრის ზრუნვაზე რა თქმა უნდა პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, მაგრამ რაც შეეხება თვითდაზიანებას, ამაზე პასუხიმგებლობა პატიმარს ეკისრება, – აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის სათანადო და  ჯანსაღ მდგომარეობაში.

„ჩვენ დღეს ვერ ვხედავთ ვერც მკურნალობის ნაკლებობას და ვერც თვითდაზიანებას, სინამდვილეში ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ სააკაშვილი არის სათანადო, ჯანსაღ მდგომარეობაში, თვითდაზიანებაც არ მიუყენებია მას, ცილებსაც საკმარისად იღებს. ეს არის ის ინფორმაცია, რაც ჩვენ გვაქვს. ასეც და ისეც, ჩვენი მხრიდან იქნება უზრუნველყოფილი სათანადო მოპყრობა, რითაც გამოირჩევა არსებული პენიტენციური სისტემა წინა სისტემისგან განსხვავებით. რაც არის პასუხისმგებლობა ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და არავის შეხსენება არ გვჭირდება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

მსგავსი თემები