ისრაელის არმიის ტანკებმა სამხრეთ ლიბანში გაერო-ს მშვიდობისმყოფელების განთავსების ადგილას ჭიშკარი შეანგრიეს

ისრაელის არმიის ტანკებმა სამხრეთ ლიბანში გაერო-ს მშვიდობისმყოფელების განთავსების ადგილას ჭიშკარი შეანგრიეს. გაერო-ს სამშვიდობო კონტიგენტის განცხადების თანახმად, ორი ტანკი გაერო-ს სამშვიდობოების ტერიტორიაზე დილით ადრე შეიჭრა და სამეკავშირეო მექანიზმის გამოყენების შემდეგ, 45 წუთის შემდეგ გავიდნენ ზონიდან. რამდენიმე საათში, მახლობლად სროლების ხმა გაისმა, რის შემდეგაც კვამლი წარმოიქმნა.

განცხადების თანახმად, ბანაკში კვამლის შესვლის შემდეგ თხუთმეტი მშვიდობისმყოფელი დაშავდა, რომლებსაც აღენიშნებოდათ კანის გაღიზიანება და მოწამვლის სიმპტომბი.

მსგავსი თემები