საბავშვო ევროვიზიაზე ქართველი კონკურსანტის სიმღერის ონლაინ პრემიერა 13 ოქტომბერს გაიმართება

საქართველოს წარმომადგენელი ანდრია ფუტკარაძე საბავშვო ევროვიზიის სცენაზე 16 ნოემბერს მე-9 ნომრად წარდგება.წლევანდელ კონკურსში, რომელიც მადრიდში 16 ნოემბერს გაიმართება, 17 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.

To My Mom – „დედას“ – ასე ქვია საბავშვო ევროვიზიაზე ქართველი კონკურსანტის, ანდრია ფუტკარაძის სიმღერას, რომლის ონლაინ პრემიერა 13 ოქტომბერს, 16:00 საათზე გაიმართება.

სიმღერის ავტორი გიგა კუხიანიძეა, მასთან ერთად ტექსტზე მაკა დავითაიამ იმუშავა.

 

მსგავსი თემები