უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ, საქართველოს ძირითადი შემადგენლობა ცნობილია

ერთა ლიგის 2024/25 წლის სეზონის მესამე ტურის შეხვედრას საქართველოს ნაკრები პოზნანში უკრაინის ეროვნულ გუნდთან ჩაატარებს.

ვილი სანიოლმა მატჩისთვის საქართველოს ძირითადი შემადგენლობა დაასახელა: გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, გიორგი გველესიანი, გურამ კაშია, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე.

შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

მსგავსი თემები