ქარიშხალმა ,,მილტონმა” აშშ-ში 16 ადამიანი იმსხვერპლა

ქარიშხალმა ,,მილტონმა”, რომელიც აშშ-ს ფლორიდის შტატის დასავლეთ სანაპიროს ხუთშაბათს ღამით დაატყდა თავს, 16 ადამიანი იმსხვერპლა. ინფორმაციას CBS-ი ფლორიდის სამართალდამცავ დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

მას შემდეგ რაც მაშველებმა დაიწყეს დატბორილი და დანგრეული ადგილების შესწავლა, მსხვერპლთა რიცხვი იზრდება. მიყენებული ზარალის ოდენობის ზუსტი შეფასება ჯერ არ არსებობს, თუმცა უკვე აშკარაა, რომ ის მნიშვნელოვანი იქნება.

საცხოვრებელ შენობებს, ეკლესიებს, კერძო და საჯარო შენობებს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების გამო, ფლორიდაში დაახლოებით 3 მილიონი შენობა კვლავ ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, ხოლო ზოგიერთი დასახლება წყლის გარეშეცაა დარჩენილი.

მსგავსი თემები