მატარებლიდან, რომელშიც ევროპარლამენტის წევრები იმყოფებოდნენ, ევაკუაცია განხორციელდა

სტრასბურგიდან ბრიუსელში მიმავალი მატარებლიდან ევაკუაცია განხორციელდა, რომელშიც ევროპარლამენტის წევრები იმყოფებოდნენ, – ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს. სარკინიგზო სადგურზე სახანძრო სამსახური გამოცხადდა.

„სტრასბურგის სადგურზე, მატარებელში ტექნიკური ინციდენტი მოხდა”,- დაადასტურა ევროპარლამენტის პრესსამსახურმა. მათი თქმით, შესაბამისი სამსახურები კონტაქტში არიან კომპეტენტურ ორგანოებთან და ყველაფერს აკეთებენ ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალებების ორგანიზებისთვის.

დანიელმა ევროდეპუტატმა განაცხადა, რომ სადგურზე სიტუაცია „ქაოტური“ იყო. ინციდენტთან დაკავშირებით სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

მსგავსი თემები