გაეროს გენერალური მდივანი რუსეთში BRICS-ის სამიტს დაესწრება

,,გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში რუსეთის ქალაქ ყაზანში 22-24 ოქტომბერს გასამართ BRICS-ის სამიტზე ჩასვლას აპირებს”, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

მისი თქმით, გუტერეშმა საკუთარი გადაწყვეტილება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის დროს განუცხადა.

BRICS-ი, რომელიც ამჟამად 9 წევრისგან შედგება (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა, ეგვიპტე, ეთიოპია, ირანი და არაბთა გაერთიანებული საამიროები), 2006 წელს დაარსდა. განაცხადი გაწევრიანების შესახებ შეტანილი აქვთ თურქეთს, სირიასა და კუბას.

მსგავსი თემები