,,გამარჯვების გეგმის პირველი პუნქტი უკრაინის NATO-ში მიწვევაა” – ზელენსკი

,,გამარჯვების გეგმის პირველი პუნქტი უკრაინის NATO-ში მიწვევაა”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„რაც შეეხება ზოგადად ნატოს თემას, ეს გამარჯვების გეგმის ერთ-ერთი პუნქტია. როგორც ვთქვი, გეგმა უკრაინის გასაძლიერებლად არის შექმნილი. პარტნიორების მხრიდან ამაზე სკეპტიციზმი არ უნდა იყოს, ჩემი აზრით, თუ მათ უბრალოდ არ ეშინიათ რუსეთის. ჩვენ გვსურს მივიღოთ პირველი ნაბიჯი – მიწვევა. კერძოდ, ალიანსში მიწვევა არ წარმოადგენს NATO-ში წევრობას“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსგავსი თემები