VIDEO: „ეს ევროვიზია არ არის“ – ევროპარლამენტში ვიქტორ ორბანის გამოსვლის შემდეგ დეპუტატების ნაწილმა Bella Ciao იმღერა

ევროპარლამენტის სპიკერს რობერტა მეცოლას სტრასბურგში სესიაზე ჩარევა მოუწია მას შემდეგ, რაც ზოგიერთმა წევრმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის გამოსვლის შემდეგ ანტიფაშისტური სიმღერის, Bella Ciao-ს შესრულება დაიწყო. ამ გზით მათ უნგრეთის მთავრობის პოლიტიკა გააპროტესტეს.

მანამდე ვიქტორ ორბანმა დაასახელა უნგრეთის ევროკავშირის ექვსთვიანი თავმჯდომარეობის პრიორიტეტები.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ივლისში, 6 თვით, უნგრეთი ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.

მსგავსი თემები