,,აშშ ყოველთვის დაუჭერს მხარს ისრაელის უფლებას, თავს დაესხას ტერორისტულ სამიზნეებს” – მილერი

,,აშშ ყოველთვის დაუჭერს მხარს ისრაელის უფლებას, რომ თავს დაესხას ტერორისტულ სამიზნეებს”, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ს კვლავ სურს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განხორციელება ღაზაში. თუმცა, ,,ჰამასის” ლიდერი იაჰია სინვარი კვლავ არ არის მზად მოლაპარაკებებში ჩასართავად – როგორც ეს რამდენიმე კვირის განმავლობაში იყო.

,,სავარაუდოდ, გონივრულია დავასკვნათ, რომ ის აკვირდება, რა ხდება ჩრდილოეთში, აკვირდება ირანის თავდასხმებს ისრაელზე და ფიქრობს, რომ შესაძლოა, მიიღოს ის, რაც ყოველთვის სურდა – სრულმასშტაბიანი რეგიონული ომი”, – განაცხადა მილერმა.

მსგავსი თემები