“საქართველო განსხვავებული სტილისაა,უკრაინის ნაკრებს ძალიან გაუჭირდება”- უკრაინელი მწვრთნელი

ცნობილმა უკრაინელმა მწვრთნელმა, ვიტალი კვარციანმა ერთა ლიგაზე მისი ქვეყნის ეროვნული ნაკრების მომავალ მეტოქეზე, საქართველოს ნაკრებზე ისაუბრა, რომელსაც 11 ოქტომბერს, 2024/25 წლების სეზონის ერთა ლიგის B1 ჯგუფის მესამე ტურში დაუპირისპირდება.

„შესაძლოა, ინდივიდუალურად ძლიერ ქართველებს შეტევაში თამაში სიამოვნებთ. ჩვენ ამით უნდა ვისარგებლებთ. ყველა ძალისმიერი გუნდი, როგორებიც არიან ალბანეთი და ჩეხეთი, დაცვაზე ფიქრობს, მაგრამ საქართველო განსხვავებული სტილისაა, ტექნიკითა და იმპროვიზაციის უნარით გამოირჩევა.

ევროპის ჩემპიონატზე ქართველებმა კარგად ითამაშეს. ახლა ერთა ლიგის ორივე მატჩი მოიგეს და ჯგუფის ლიდერები არიან. ეს აჩვენებს, რომ მატჩი საინტერესო იქნება. საქართველოსთან მატჩებში წარმატებული შედეგის იმედი გვაქვს, მაგრამ უკრაინის ნაკრებს ძალიან გაუჭირდება“- ამბობს მწვრთნელი.

 

მსგავსი თემები