რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა დონეცკის ქალაქ სლავიანსკზე-არის მსხვერპლი

რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა დონეცკის ქალაქ სლავიანსკზე, დაღუპულია ერთი ადამიანი, დაშავებულებს შორის არიან ბავშვები. დონეცკის რეგიონული ადმინისტრაციის თავმჯდომარის, ვადიმ ფილაშკინის განცხადებით, დაშავებულია ექვსი ადამიანი, მათ შორის ორი მცირეწლოვანი. მისივე თქმით, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაბომბვის შედეგად დაზიანდა ექვსი ​​მაღალსართულიანი კორპუსი, საწარმო, ადმინისტრაციული შენობა და ორი მანქანა.

მსგავსი თემები