“ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ისრაელის მიმართ მხარდაჭერა”- თეთრი სახლი

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ისრაელის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგს შორის „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმიდან ერთი წლისთავთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი გაიმართა. ჯო ბაიდენმა საუბრისას თანაგრძნობა გამოხატა ისრაელელი ხალხის მიმართ.

„ბაიდენმა გამოხატა ღრმა მწუხარება ისრაელელი ხალხისა და იმ 1200 უდანაშაულო ადამიანის, მათ შორის ამერიკის 46 მოქალაქის ოჯახების მიმართ, რომლებიც ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ მოკლა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ არასდროს შეწყვეტს მცდელობას, ვიდრე ყველა დარჩენილ მძევალს უსაფრთხოდ არ დააბრუნებს სახლში“ -ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ისრაელის მიმართ მხარდაჭერა, დაიცვას თავი ირანისა და ირანის მხარდაჭერით მოქმედი ყველა ტერორისტული დაჯგუფებების, მათ შორის „ჰეზბოლას“, „ჰამასისა“ და „ჰუსიტების“ თავდასხმებისგან.

მსგავსი თემები