“ჩვენს ქვეყანაში 425 000 ადამიანი შემოვიდა, რომლებიც აქ არ უნდა იყვნენ”- ტრამპი

“ჩვენს ქვეყანაში ახლა ბევრი ცუდი გენია” – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატთმა, დონალდ ტრამპმა „ჰიუ ჰიუიტის შოუში“ ინტერვიუს დროს განაცხადა.

დონალდ ტრამპმა აშშ-ის სამხრეთ საზღვართან დაკავშირებით აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტისა და „დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატის, კამალა ჰარისის პოლიტიკა გააკრიტიკა.

„მის გეგმებს თუ შეხედავთ, მას წარმოდგენა არ აქვს. მაგალითად, ხალხისთვის ღია საზღვართან მისვლის უფლება, რომელთაგან 13 000 მკვლელი იყო. ბევრმა მათგანმა ერთზე მეტი ადამიანი მოკლა და ახლა ისინი აშშ-ში ბედნიერად ცხოვრობენ. მკვლელი, მჯერა, რომ ეს მათ გენებშია. ჩვენს ქვეყანაში ახლა ბევრი ცუდი გენია. ჩვენს ქვეყანაში 425 000 ადამიანი შემოვიდა, რომლებიც აქ არ უნდა იყვნენ, რომლებიც ბოროტმოქმედები არიან“ – განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.

 

 

მსგავსი თემები