აშშ-ში თვითმფრინავს, ლას-ვეგასის აეროპორტში დაფრენის დროს, ცეცხლი გაუჩნდა

აშშ-ში, Frontier Airlines-ის თვითმფრინავს, ლას-ვეგასის აეროპორტში დაფრენის დროს, ცეცხლი გაუჩნდა. მედიის ინფორმაციით,  რეისი სან-დიეგოდან ლას-ვეგასში მიფრინავდა და, გარი რიდის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ავარიული დაფრენის დროს, ცეცხლი გაუჩნდა. დაფრენის დაწყებამდე, პილოტებმა კვამლი აღმოაჩინეს, რის გამოც თვითმფრინავის საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა და ავარიული დაშვება დაიწყო.

კომპანიის განცხადებით, მას შემდეგ, რაც მეხანძრეებმა ცეცხლი ჩააქრეს, 190-მა მგზავრმა და ეკიპაჟის 7-მა წევრმა თვითმფრინავი უვნებლად დატოვა. მათივე განმარტებით, თვითმფრინავის აალების საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

მსგავსი თემები