“ირანს ომის არ ეშინია”- ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი აცხადებს, რომ მათ ომის არ ეშინიათ.

„ირანის ისლამურ რესპუბლიკას ომის არ ეშინია და სიონისტური რეჟიმის ნებისმიერ ახალ ქმედებას მტკიცე და სათანადო პასუხს გასცემს“ – განაცხადა მან.

გასულ სამშაბათს, ირანმა ისრაელის მიმართულებით 200-მდე რაკეტა გაუშვა. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ირანმა დიდი შეცდომა დაუშვა. ისრაელმა პირობა დადო, რომ თავდასხმას უპასუხებს.

მსგავსი თემები