“გაყალბების დამარცხება არის მობილიზაცია – ყველა არჩევნებზე!”- პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს.

“მთავარია, მობილიზაცია – არჩევნებზე მისვლა! არაერთხელ მითქვამს, მინდა გავიმეორო და კიდევ ბევრჯერ გავიმეორებ, რომ დამარცხება გაყალბების, (რომელიც ყველა მხრიდან მზადდება, რასაც ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ) არის მობილიზაცია, არის არჩევნებზე ყველას მისვლა. ასე რომ, ჩემი, თქვენი, ყველას ვალდებულებაა მივიდეთ არჩევნებზე. არცერთი ხმა არ დარჩეს გამოუყენებელი იმისთვის, რომ ეს ქვეყანა დავიცვათ, დავიცვათ მისი დამოუკიდებლობა, დავიცვათ მისი ევროპული მომავალი – ეს ჩვენ ხელშია.

დაბოლოს, მინდა ისიც ვთქვა, რომ ამ სასახლეში არჩევნების დღეს მოეწყობა საკოორდინაციო პლატფორმა, რათა ჩვენ მონიტორინგი გავუწიოთ ყველაფერ იმას, რაც იმ დღეს მოხდება და შემდეგ ერთად ვიზეიმოთ გამარჯვებაც.

ძალიან დიდი მადლობა ყველას და ყველა არჩევნებზე!”- განაცხადა პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები