„ეს არის ძალიან სერიოზული გაფრთხილება“ – ვის აფრთხილებს პრეზიდენტი?!

არჩევნებთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი საკონსულოებს, საგარეო სამინისტროსა და ცესკოს აფრთხილებს.

„19 დღე გვრჩება არჩევნებამდე. ეს არის ამ ქვეყნისთვის ერთ- ერთი ასეთი გადამწყვეტი მომენტი, შეიძლება არ გვქონია ამ ქვეყანას ბოლო ახლო ისტორიაში.  მინდა ყურადღება მივაპყრო დიასპორას, რომელიც ძალიან გააქტიურდა ამ დღეებში რეგისტრაციაზე. ყველა უწყების მცდელობა, ყველა ჩართული იყო იმაში რომ ყველანაირი შეფერხებები ყოფილიყო. მაინც შეძლო დიასპორამ დიდი რაოდენობით აღრიცხვაზე ჩაწერილიყო.

საკონსულოების, საგარეოსი და ცესკოს პასუხისმგებლობაა რომ ისე მოაწყონ უბნები, რომ არჩევნების დღეს არ შეიქმნას პრობლემა. მინდა ყველა გავაფრთხილო. თუ სადმე არ გაიხსნა დამატებითი ფართი, პასუხისმგებლობა იქნება მათზე.  ეს არის ძალიან სერიოზული გაფრთხილება“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები