ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტთან კონსულტაციები დაიწყო

ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტთან კონსულტაციები დაიწყო. სალომე ზურაბიშვილთან პირველი ,,კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერები ნიკა გვარამია, ნიკა მელია, ელენე ხოშტარია და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე შევიდნენ. კონსულტაციები დახურულია და კომენტარს ლიდერები მისი დასრულების შემდეგ გააკეთებენ.

არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტთან შეხვედრაზე დღეს ,,გახარია-საქართველოსთვის” წარმომადგენლები მივლენ, ხვალ კი ,,ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობისა” და ,,ძლიერი საქართველოს” წევრები.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი ,,ქართული ქარტიის” ხელმომწერ პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს მომავალი კოალიციური, ტექნიკური მთავრობის შემადგენლობის კანდიდატურებთან დაკავშირებით დღეიდან იწყებს.

მსგავსი თემები