41-ე სკოლაში კინოლოგები მუშაობენ – ევაკუაცია განხორციელდა Freeuni-სა და თავისუფალ სკოლაშიც

41-ე, ქართულ-უკრაინულ სკოლაში კინოლოგები მუშაობენ. სასწავლო დაწესებულებაში დილიდან საგაკვეთილო პროცესი ჩაიშალა. საჭირო გახდა მოსწავლეებისა და მასწავლებლების ევაკუაცია. ერთ-ერთი ვერსიით, მიზეზი 112-ში შესული ზარი გახდა, ასაფეთქებლის არსებობის შესახებ.

სავარაუდოდ, იმავე მიზეზით შეწყდა სწავლა ,,ევროპულ სკოლაშიც”. გავრცელებული ინფორმაციით, სტუდენტებისა და მოსწავლეების ევაკუაცია განხორციელდა თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტსა და თავისუფალ სკოლაშიც.

მსგავსი თემები