ირანის ყველა აეროპორტიდან ფრენები გადაიდო

ირანის ყველა აეროპორტიდან გადაიდო ფრენები 6 ოქტომბრის საღამოს 9 საათიდან 7 ოქტომბრის დილის 7 საათამდე. ინფორმაციას მედიასაშუალებები  ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

გარადა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანმა მოამზადა საპასუხო გეგმა ისრაელის შესაძლო თავდასხმაზე.

1 ოქტომბრის სარაკეტო შეტევა, რომელიც ირანის ისტორიაში მეორე პირდაპირი შეტევა იყო ისრაელზე, განხორციელდა მას შემდეგ, რაც ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად, ბეირუთში დაიღუპნენ ჰეზბოლას მეთაური, ჰასან ნასრალა და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის უფროსი გენერალი, აბას ნილფორუშანი.

 

მსგავსი თემები