რუსულ თავდასხმებს უკრაინაში გასული დღის განმავლობაში 4 ადამიანი ემსხვერპლა

უკრაინაში, გასული დღის განმავლობაში რუსულ თავდასხმებს სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა და 30 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული ადმინისტრაცია ავრცელებს.

რუსეთმა, ღამით, კიევის ოლქის მიმართულებით დრონები გაუშვა, საჰაერო თავდასხმის განგაში სამჯერ ჩაირთო და 5 საათს გაგრძელდა. ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, კიევის თავზე და დედაქალაქთან მიახლოებისას აღმოჩენილი ყველა უპილოტო თვითმფრინავი განადგურდა, ზარალისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მსგავსი თემები