„დაიცავი შენი არჩევანი“- აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

„დაიცავი შენი არჩევანი“ – ამ ლოზუნგით მოქალაქეები მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები უცხოეთში დამატებითი საარჩევნო უბნები გახსნას და საკონსულო რეგისტრაციის პროცესის გამჭვირვალობას მოითხოვენ. ადგილზე იმყოფება, პრეზიდენტის ძმა, ოთარ ზურაბიშვილი. როგორც მან აღნიშნა, 3 კვირა არის დარჩენილი არჩევნებამდე და მნიშვნელოვანია ყველა იყოს ჩართული ამ პროცესში.

„უნდა ვთხოვოთ დამატებით უბნების გახსნა. სიძნელეებს გადავლახავთ, რაც არ უნდა იყოს, თუმცა ერთი ადგილიდან მეორეში გადაადგილება დიდ ქვეყნებში რთულია. ბევრი ხარვეზია გადასწორებელი. არ ვიცით, ზუსტად რა რაოდენობაა ჩაწერილი საკონსულო აღრიცხვაზე, 67 000-ს ამბობენ, მაგრამ ეს დადასტურებული არაა“- აღნიშნა ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები