თეთრი სახლის მახლობლად ჟურნალისტმა სამუელ მენამ თავის დაწვა სცადა

თეთრი სახლის მახლობლად პალესტინელთა მხარდამჭერი დემონსტრაციის მონაწილემ, ჟურნალისტმა სამუელ მენამ თავის დაწვა სცადა. შემთხვევა აქციის დაწყებიდან დაახლოებით ორი საათის შემდეგ მოხდა. აქციაზე 1 000-ზე მეტი დემონსტრანტი იყო შეკრებილი.

როგორც უცხოური მედია წერს,  მენამ მოახერხა მარცხენა მკლავზე ცეცხლის მოკიდება, თუმცა პოლიციელებმა და აქციის მონაწილეებმა მისი გადარჩენა შეძლეს. სამუელ მენა იმედგაცრუებული იყო პროფესიით ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის ომის გაშუქების გამო და დამნაშავედ მიიჩნევდა თავს.

მსგავსი თემები