ღაზაში, მეჩეთსა და სკოლაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა

ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის მიერ დღეს დილით ღაზაში, მეჩეთსა და სკოლაზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა. მათივე ცნობით, დაშავებულია ათობით ადამიანი.

ისრაელის თავდაცვის ძალები ირწმუნება, რომ მათი სამიზნე „ჰამასის“ მებრძოლები იყვნენ, რომლებიც მართვისა და კონტროლის ცენტრებში მოქმედებდნენ.

შეგახსენებთ, თითქმის ერთი წლის წინ, 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ ისრაელს, რის შედეგადაც დაიღუპა დაახლოებით 1200 ადამიანი და 251 კი მძევლად აიყვანეს. 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ, ისრაელმა ღაზას სექტორში საპასუხო ოპერაცია დაიწყო.

მსგავსი თემები