რომან დოლიძე გამარჯვების შემდეგ (video)

UCF-ის ქართველმა მებრძოლმა გამარჯვება მერაბ დვალიშვილთან ერთად აღნიშნა. რომან დოლიძემ ორგანიზაციის საშუალო წონაში მორიგი ბრძოლა მოიგო. მან ამერიკელი კევინ ჰოლანდი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.

ბრძოლის დასაწყისშივე დოლიძემ უპირატესობა მოიპოვა, მეტოქე მიწაზე გადაიყვანა და უტევდა, რის შემდეგაც მან ტრავმა მიიღო და ბრძოლის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.

ეს გამარჯვება 36 წლის რომან დოლიძისთვის MMA-ის კარიერაში მე-14 იყო, ხოლო უშუალოდ UFC-ში მის ანგარიშზე 8 გამარჯვება და 3 მარცხია, ბრძოლამდე ის საშუალო წონის რეიტინგში მე-10 ადგილზე იყო

მსგავსი თემები