გიორგი გველესიანმა ბოლო წუთზე გაიტანა და „პერსეპოლისს“ მოაგებინა

გიორგი გველესიანმა, რომელიც ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრებში გამოიძახა, 90+5-ე წუთზე გოლი გაიტანა და ირანის ჩემპიონატის მე-7 ტურში „პერსეპოლისს“ „ჩადორმალუსთან“ საშინაო შეხვედრაში 1:0 მოაგებინა.

წარმატებული მატჩი ჰქონდა ზურიკო დავითაშვილსაც, მან ლიგა 1-ში პირველი ქართული ჰეთ-თრიქი შეასრულა.

მსგავსი თემები