“ისრაელი რეგიონულ კონფლიქტებს ოკუპაციის გასამართლებლად იყენებს” – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
„ისრაელის მიერ „ჰამასის,“ „ჰეზბოლას,“ იემენის, სირიისა და ირანის მოხსენიება მხოლოდ საბაბია. ისრაელის მთავრობა ყოველდღიურად ახალ გამართლებებს იგონებს თავისი ოკუპაციის ლეგიტიმაციისთვის“, – განაცხადა ერდოდანმა.
თურქეთის პრეზიდენტმა ისრაელის უპირობო მხარდამჭერებს რაციონალური მოქმედებისკენ მოუწოდა.
„წინააღმდეგ შემთხვევაში, სისხლისმსმელი ისრაელის მთავრობის მიერ გაჩაღებული ცეცხლი დაწვავს არა მხოლოდ ამ რეგიონს და აქ მცხოვრებ ხალხს, არამედ თქვენც” – აღნიშნა ერდოღანმა.