54 წლის ქალი პირველი შვილის დედა გახდა

ქუთაისში, 54 წლის ქალი პირველი შვილის დედა გახდა. პატარა მარიამი პირველ ოქტომბერს, საკეისრო კვეთის შედეგად დაიბადა. დედა და შვილი თავს კარგად გრძნობენ.

“საკმაოდ გვიან შევქმენი ოჯახი,  ისევე, როგორც ყველა ქალს, მეც ძალიან მინდოდა დედობა. დღეს დავრწმუნდი, რომ მთავარია მიზნად დაისახო და უფალი დაგეხმაროს, შეუძლებელი არაფერია”- ამბობს ახალბედა დედა ნატო მელიქიშვილი.

მსგავსი თემები