“ღაზაში საბრძოლველად იარაღის მიწოდებები შევწყვიტოთ”- ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ისრაელისთვის ღაზას სექტორში საბრძოლველად იარაღის მიწოდებების შეწყვეტის მოწოდებით გამოდის. ამის შესახებ, მაკრონმა ფრანგულ მაუწყებლობა France Inter-თან საუბარში განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ღაზას სექტორში თითქმის ერთწლიანი ომი “პოლიტიკურ მოგვარებას” საჭიროებს.

“ვფიქრობ რომ დღეს პრიორიტეტია, რომ პოლიტიკურ მოგვარებას დავუბრუნდეთ, რომ ღაზაში საბრძოლველად იარაღის მიწოდებები შევწყვიტოთ”- განაცხადა მაკრონმა და აღნიშნა, რომ საფრანგეთი ისრაელს არანაირ შეიარაღებას არ აწვდის.

მსგავსი თემები