„როგორი გრძნობაა, როდესაც სოფი ლორენი შენი დედამთილია“- მარიამ შარმანაშვილი „ინსტაგრამ“ გამომწერების კითხვებს პასუხობს

ლეგენდარული იტალიელი მსახიობის, სოფი ლორენის ქართველი სარძლო, 34 წლის მარიამ შარმანაშვილი „ინსტაგრამ“ გამომწერების კითხვებს პასუხობს. სოციალური ქსელის მეშვეობით მას ჰკითხეს, „როგორი გრძნობაა, როდესაც სოფი ლორენი შენი დედამთილია“, მარიამმა უპასუხა, რომ „საპასუხისმგებლო და სასიამოვნო ერთად“.

კითხვაზე, „ღირს თუ არა უცხოელზე დაოჯახება“, მარიამმა უპასუხა, რომ ეს ინდივიდუალურია, რადგან „ყველგან არიან ღირსეული ადამიანები, საზღვრებს იქითაც და აქეთაც“

აღნიშნულ კითხვებს მარიამმა „ინსტაგრამის“ მეშვეობით უპასუხა და თავის გამომწერებს თავის რჩეულთან, კარლო პონტისთან ერთად გადაღებული ფოტოები გაუზიარა.

მსგავსი თემები